saitze elisi

WORKSHOP – “Psychotherapy Exercises”

Comments Off 779

სერტიფიცირებული ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ტრენერი – გაბრიელ ელისი და საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია GYPA , გთავაზობთ ორდღიან ვორქშოპს, თემაზე – „ფსიქოთერაპიული სავარჯიშოები“.


 

ინფორმაცია:

  • მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს, მე-4 სემესტრელებსა და ზემოთ;
    დამწყებ ფსიქოლოგებს;
    კურსდამთავრებულებს.

აღწერა:

ვორქშოპის მიმდინარეობისას თქვენ საფუძვლიანად გაეცნობით ფსიქოლოგიურ კონსულტირებას და თერაპიას. ძირითადი აქცენტი მიმართულია პრაქტიკულ სწავლებაზე, სავარჯიშოებზე, რეფლექსიასა და  უკუკავშირზე. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, მოირგოთ ფსიქოთერაპევტის როლი და პრაქტიკაში გამოსცადოთ ფსიქოთერაპიული პროცესის მიმდინარეობა.

რაც შეეხება თეორიულ ნაწილს, თქვენ გაეცნობით მხოლოდ ზოგიერთ კონცეფციას, ვინაიდან დროის უმეტესი ნაწილი დაეთმობა თერაპევტისა და კლიენტის როლების მორგებასა და ამ კუთხით, საინტერესო გამოცდილების შეძენას. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ამ ვორქშოპის მიმდინარეობის დროსაც, მონაწილეები ისწავლიან შეცდომებზე და ივარჯიშებენ იქამდე, სანამ თავად არ დაინახავენ გაუმჯობესებას.

გამონაკლისის დაშვების გარეშე, თითოეული მონაწილე აქტიურად იქნება ჩართული როგორც თეორიული კონცეფციების მოსმენისას, ასევე – პრაქტიკული სავარჯიშოების კეთების, კონსულტირებისა და უკუკავშირის მიცემის პროცესებში.

ეს არის პრაქტიკული ვორქშოპი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ მცირე რაოდენობით იქნება  გამოყენებული მოგონილი, ან ჰიპოთეტური სიტუაციები. ძირითადად დავეყრდნობით თითოეული მონაწილის პირად გამოცდილებას. ჩვენი მთავარი მიზანი აქ მონაწილეების ინდივიდუალური, დრამატული საიდუმლოებების/პრობლემების  გამომჟღავნება კი არ არის, არამედ ის, რომ რეალურ ცხოვრებისეულ სირთულეებზე დაყრდნობით შევიძინოთ ის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც მომავალში ნამდვილი კლიენტების მიღებისას დაგვეხმარება.

 

ჩატარების თარიღი: 2-3 აპრილი.

დრო: 10:00 – 15:00 სთ.

სამუშაო ენა: ინგლისური

ღირებულება: 50 ლარი.

მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი

 

რეგისტრაცია/Registration

 

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

გაბრიელ ელისი / Gabriel Ellis გერმანელი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. მაგისტრატურა/masters  2001 წელს, მერბურგის უნივერსიტეტში  (Marburg/Germany) დაამთავრა. მას ეკლექტიკური თეორიული გამოცდილება აქვს:  1 წელი ჰაიდელბერგის სისტემატური ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში სწავლობდა (the Systemic Psychology Institute in Heidelberg) და წლების განმავლობაში პრაქტიკაში იყენებდა სიღრმისეულ, კლიენტზე-ცენტრირებულ და ბიჰევიორალურ ფსიქოლოგიას. იგი რამდენიმე სემინარისა და ვორქშოპის ხელმძღვანელი იყო: ასწავლიდა სისტემატურ თერაპიას, ინტენსიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ მეთოდს – Guided Affective Imagery , ფსიქოლოგიის ფილოსოფიას, კონსულტირებას, ფსიქოთერაპიის ისტორიასა  და ბუდისტურ ფსიქოლოგიას. 2013-2015 წლებში  თერაპევტად მუშაობდა თბილისშიც. ამჟამად, იგი ფსიქოთერაპევტად მუშაობს ვარშავაში/პოლონეთში და ლექციებს კითხულობს ვარშავას უნივერსიტეტში / the Warsaw SWPS University.

 

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება- ააიპ საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია.
საქართველოს ბანკი (Bank of Georgia) – GE30BG0000000881574100 / GEL

 

Cert. Psychologist, Psychotherapist, Coach Gabriel Ellis & GPYA

Two-day Workshop: “Psychotherapy Exercises”

Date: April 2nd and 3rd

Time: 10:00-15:00

Cost: 50 GEL

Participants: Max. 15, psychology students, min. 4th semester

Description
The workshop will provide an in-depth introduction to psychological counseling. The focus lies on exercises, reflection and repeated exercises. The workshop will practice the role of the therapist and the therapeutic process.
Only few theoretical concepts will be introduced – we will concentrate on experiencing the position of client and therapist. Like in life also in this workshop the participants will learn from mistakes and practice until they see improvement.
Every participant without exception will play an active part, both as a listener and practitioner, counseling and giving feedback. As a practical workshop we will use only very little imagined or hypothetical situations but much more the personal experiences of every participant. The point is not to reveal personal or dramatic secrets but rather to have complex real-life material that will help participants to prepare for real future clients.
About the trainer

Gabriel Ellis is a German psychologist and psychotherapist. He completed his Diploma /Masters studies in 2001 at the University of Marburg/Germany. His theoretical background is eclectic, he studied one year at the Systemic Psychology Institute in Heidelberg, and over the years incorporated aspects of Depth Psychology, Client-centered and Behavioral Psychology into his work. He was an instructor in several seminars and workshops, teaching Systemic Therapy, Guided Affective Imagery, Philosophy of Psychology, Introduction to Counselling, History of Psychotherapy and Buddhist Psychology. He was a resident therapist in Tbilisi 2013-2015, currently works as a psychotherapist in Warsaw/Poland and as an instructor at the Warsaw SWPS University

 

 Email: info@gypa.ge
Tel: +995 597 594499
www.GYPA.ge

მსგავსი ინფორმაცია