web

„ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში“

Comments Off 692

GΨPA / საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია  წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს: „ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში“.

ლექციათა ციკლის მიზანია მომავალ ფსიქოლოგებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს გააცნოს, პროექტში მონაწილე უწყებების ფსიქოლოგთა სამუშაო აღწერილობა. ფსიქოლოგიის როლი, მიზნები და დანიშნულება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში.

პროექტში ჩაერთვებიან:

  • „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“
  • „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“;
  • „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი“; „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
  • „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
  • „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“; „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“;


წარმოდგენილ უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამა წლის მარტის თვეში დაიდო, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგიის სფეროში მიღწევების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობას. 

ლექციის ფარგლებში მსენელები გაიგებენ:

  • ვინ არიან ამ უწყებებში დასაქმებული ფსიქოლოგები,
  • რა გამოწვევები ხვდებათ მათ სამუშაო ადგილზე,
  • როგორია მათი მუშაობის სტრუქტურა,
  • როგორ შეიძლება ამ უწყებებში დასაქმება.

7 აპრილს 19:00 საათზე, ლექციათა ციკლს გახსნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია. შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგი, ლაშა ხოჯანაშვლი.

ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

ლექციაზე დასწრება უფასოა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 201.

მსგავსი ინფორმაცია