გენდერული საკითხები და დასაქმება

Comments Off 101

გენდერულ ჭრილში ქალებისა და მამაკაცების მიერ შესრულებული სამუშაო განსხვავდება  როგორც  მახასიათებლებით,  ასევე  ანაზღაურებით. დამქირავებლებს ჯერ კიდევ სწამთ გენდერული როლების, კერძოდ, იმის რომ კაცი უკეთესია ტექნიკურ და მმართველობით სფეროში, რომ ქალის ოჯახური ვალდებულებები ხელისშემშლელი იქნება და რომ კომპანიას შესაძლოა წარმოექმნას დამატებითი ხარჯები დეკრეტული შვებულებისთვის. ცხადია ქალები ქმრებთან შედარებით, მეტ საოჯახო ვალდებულებებს კისრულობენ. მაგ. შვილების აღზრდა, ავადმყოფი ნათესავების მოვლა და ა.შ. ქალები, შეერთებულ შტატებში, რთული არჩევნის წინაშე დგებიან.

მათ ჩართულობას შრომით ბაზარზე  ოთხი ძირითადი რაოდენობრივი განსხვავება ახასიათებს :

  • უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული ვიდრე ქალი.
  • მამაკაცები მუშაობენ სრული დატვირთვით, მაშინ როდესაც ქალები იძულებით წყვეტენ სამსახურს დაოჯახებისა და შვილის შეძენის შემთხვევაში.
  • კაცები საშუალოდ უფრო მეტ საათს მუშაობენ ვიდრე ქალები.
  • ქალები გამოიმუშავებენ ნაკლებს ვიდრე კაცები.

გამოიყოფა რიგი თვისობრივი განსხვავებები ქალებისა და მამაკაცების მიერ შესრულებულ სამუშაოს  ტიპებში. ქალების უმრავლესობა, რომლებიც  ოფიციალურ სექტორში არიან დასაქმებულნი მუშაობენ  ჯანდაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. მამაკაცები  უფრო ხშირ შემთხვევბში დასაქმებულნი არიან  როგორც ფინანსისტები, მენეჯერები, ინჟინრები. მოწინავე პოზიციებს უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები იკავებენ, ეს ფენომენი ცნობილია „შუშის ჭერის“ სახელით და მოიაზრებს იმ უხილავ ბარიერებს, რომლებიც ქალებს მაღალი პოზიციების დაკავებაში უშლით ხელს.

წლების განმავლობასი ფემინისტები და სოციალური მკვლევარები  საუბრობდნენ შუშის ჭერის ფენომენზე – ბარიერზე, რომელიც არ აძლევს ქალს საშუალებას გაცდეს მართველთა სასუალო რანგს – რომელსაც მართავს „ძველი ბიჭების ქსელი“, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა მამაკაცებს ზევით ასვლაში და ამ დროს გამორიცხავს ქალებს. კრიტიკოსები ადანაშაულებენ კომერციას, გენდერულ სტერეოტიპებს და შფოთვას, რომელიც ახლავს ამბიციურ ქალთან ურთიერთობას ამ ბარიერის გაძლიერებაში. შუშის ჭერის კომისიის (ორპარტიული პანელი რომელიც შექმნა კონგრესმა) 1995 წლის რაპორტი გვაცნობებდა, რომ ქალებისთვის ისევ დაბლოკილი/მიუწვდომელია მენეჯმენტის წამყვანი პოზოციები ( როგორიცაა ვიცე–პრეზიდენტი და მის ზევით არსებულები).

1903 წელს ჰელენ ტომპსონმა შეისწავლა  ქალებისა და მამაკაცების მოტორული, ინტელექტუალური, კოგნიტური, აფექტური პროცესები და გამოაქვეყნა მონოგრაფი  „სქესი და ფსიქიკური განსხვავებები”,  სადაც მითითებულია კვლევის შედეგები – აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი მსგავსებაა სქესთა შორის ვიდრე განსხვავება. მამაკაცებს  ქალებთან შედარებით  ჰქონდათ  კარგად განვითარებული მოტორული უნარები;  ქალებს უკეთ ქონდათ განვითარებული მეხსიერება

1914 წელს ლეტა ჰოლლინვორტმა ექსპერიმენტული მეთოდით შეისწავლა ქალის მენტალური და მოტორული უნარები მენსტრუალური ციკლის დროს და უარყო მანამდე არსებული მოსაზრება, რომ ამ პრეიოდში ქალის უნარები უარესდება.

საბოლოოდ ამ ორი და სხვა მრავალი სოციალურ ფსიქოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ:

  • განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის არ იყო ისეთი დიდი როგორსაც მანამდე ვარაუდობდნენ.
  • ბიოლოგიური სქესი არ იყო მთავარი და
  • სოციალური გავლენები განაპირობებდა გენდერულ განსხვავებებს დასაქმებისას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, გენდერული სტერეოტიპები. ეს არის არის ტიპური მახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურად კონსტრუირებული გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე.

პროფორიენტაციისას ადამიანები  მოქმედებენ ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული ისტორიის მიხედვით, ამასთან  ძირითადა ორი ტიპის რწმენა განსაზღვრავს  სუბიექტის პროფესიულ არჩევანს: თვით-ეფექტურობის რწმენა და შედეგის მოლოდინები.

Self-efficacy - ადამიანები აცნობიერებენ, რომ გარკვეული ამოცანების შესრულებას სხვებზე უკეთ უმკლავდებიან.  გენდერული განსხვავებებისა და არსებულ სტერეოტიპების აქვთ გავლენა თვით-ეფექტურობის რწმენის ფორმირებაში.

Outcome expectancies – ქალები აწყდებიან უფრო მეტ ბარიერს სწავლის პროცესში და კარიერული წინსვლისას ვიდრე კაცები.

ქალების მომავალ პროფესიულ არჩევანზე და სამუშაო როლების განაწილებაზე გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპული მოლოდინები საზოგადოებაში. გენდერული სტერეოტიპები  აყალიბებენ  ე.წ.  სქესობრივად შესაბამის სამუშაოთა სახეებს.  დამსაქმებლები ხშირად  მოქმედებენ  ამ რწმენების შესაბამისად.

ქალებს, რომლებიც ირჩევენ პროფესიას, სადაც მამაკაცები დომინირებენ წარმატების ნაკლები შანსი აქვთ.

 

 

ავტორი: გიგა კარაპეტიანი
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი.

მსგავსი ინფორმაცია