ფაქტორები, რომელიც   მეგობრობას განაპირობებს სხვადასხვა ასაკში

Comments Off 185

საკითხის დასმა

ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ და აინტერესებთ თუ რამდენად მოსწონთ ის სხვებს, რა ფაქტორები განსაზღვრავენ სიმპატი-ა ანტიპატიის გრძნობას,  რა განსაზღვრავს ადამიანებს შორის უფრო ღრმა ემოციონალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ეს საინტერსო საკითხები საკითხები სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის საგანია. ადამიანები  აფილაციის მოთოვნილების გამო მიისწრაფიან ერთმანეთაკენ. სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს გაარკვიოს თუ რატომ უნდათ მათ ერთმანეთთან ყოფნა? არსებობს ორი  შეხედულება ამის ახსნისთვის: აფილიციის ტენდენციის ბაზისური ახსის თეორიები და მეორე, იმ სფეციფიკურ ფაქტორებზე მითითება, რომელიც გავლენას ახდენს ამ ტენდენციაზე.

როცა ორი ინდივიდი ხვდება ერთმანეთს, რა არის მათი ურთიერთობების გაგრძელების საფუძველი? განვითარდება თუ არა აქედან უფრო ღრმა ემოციონალური დამოკიდებულება? და რა ფაქტორებზეა ეს  დამოკიდებული: ურთიერთობაში მყოფი ინდივიდის მსგავსებაზე, გარკვეულ პიროვნულ მახასიათებლებზე თუ კიდევ სხვა თავისებურებაზე.  ჩვენი ინტერესი  განაპირობა სწორედ ამან,  შევეცადეთ  გვენახა  ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე არსებული კვლევები,და შემდეგ კვლევით ვეცადეთ დაგვედგინა მიზეზები რა  გრძნობები უყალიბდებათ მეგობობის დროს.  რა განაპირობებს ადამიანების აზრით ამ მდგომარეობის შეცვლას სხვადასხვა ასაკში.

კვლევაში გამოიყო შემდეგი საკითხები:

  • როგორ ირჩევენ ადამიანები მეგობრებს სხვადასხვა ასაკში?
  • რა თვისებები და თავისებურებები განსაზღვრავს მათ არჩევანს?
  • არის თუ არა ასაკი მნიშვნელოვანი ამ ურთიერთობებეში და ახდენს თუ არა ის მეგობრობაზე გავლენას?
  • არის თუ არა რომელიმე ასაკში შეძენილი მეგობრობა რამით გამორჩეული თუ ურთიერთობა უშუალოდ ინდივიდზე და მის მეგობარზეა დამოკიდებული?

 

 

ლიტერატურის მიმოხილვა

მეგობრობა, როგორც კონცეფცია ურთიერთობისთვის შემდეგ პუნქტებს საჭიროებს:

ინტიმური ურთიერთობები, დადებითი ემოციური დამოკიდებულება, ინტერპერსონალური ურთიერთობები. მეგობრული ურთიერთობებისთვის ძირითადი მახასიათებლებია- საერთო  მიზნები, შინაარსი და ნორმების შესაბამისობაა. განასხვავებენ ყოველდღიურ და ჩვეულებრივ მეგობრობას.  მნიშვნელოვანია ასაკი, მეგობრობის ფორმირების, განვითარებისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ასპექტი .მეგობრობა შესაძლებელია სიყვარულის წინმსწრები ურთიერთობაც იყოს ( Р.С. Немов “Психология”) .

არისტოტელემ თავის წიგნში  (Nicomachean ეთიკის, წიგნი VIII) გამოარჩია სამი სახის მეგობრობა: მეგობრული სიამოვნება, კომუნალური და ძალით.მათ განსხვავებული გამომწვევი მოზეზები აქვთ:  სიამოვნება, სარგებელი და ძალდატანება. ანუ, მე შეიძლება მიყვარს ჩემ მეგობართან ურთიერთობა მსიამოვნებს, ან საარგებელს ველი მისგან ან უბრალოდ სათნო ხასიათი მაქვს.

ამდენად,ეს მიმართება ვრცელდება არა მხოლოდ მეგობრებზე, არამედ ოჯახის წევრების, ბიზნესისაასოციაციებზე. თანამედროვე ანგარიშების მეგობრობის განსხვავდება თუ არა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით ერთი, ბავშვები მანამ სანამ ისინი გახდებიან მოზარდები, შეიძლება იყვნენ მეგობრები. მეგობრობის ფილოსოფიური გაგება ასეთია, ურთიერთობა თანასწორთა შორის.

მსგავსება და ინტერპერსონალური მიზიდულობა, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი- ადამიანებს იზიდავენ მათი მსგავსი ფასეულობების, რწმენების, ღირებულებებისა და ინტერესების მქონე ინდივიდები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც გავლენას ახდენს მიზიდულობაზე არის სურვილი იმისა, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ხალხთან.

რატომ მეგობრდებიან ადამიანები, როდესაც დიდ დროს ატარებენ ერთად ყოველდღიურად? (თქვენი ოთახის მოზიარენი, ან თანამშრომლები). რაც უფრო მეტ დროს ატარებთ ადამიანთან, მით უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს მის გვერდით და უმეგობრდებით.  მეგობრების გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობის სურვილი, დიდ გავლენას ახდენს როგორც მეგობრის, ასევე რომანტიკული პარტნიორის არჩევანზე (  First published Tue May 17, 2005; substantive revision Thu Jul 9, 2009 )

ფიზიკური მიმზიდველობა- შეიძლება ფიქრობთ, რომ ფიზიკური მიმზიდველობა მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებშია მნიშვნელოვანი, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს დიდ როლს თამაშობს მეგობრობაში თქვენივე სქესის წარმომადგენელთან. ადამიანებს იზიდავენ ისინი, ვინც ფიზიკურად მიმზიდველები ჩანან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები (Argyle & Lu, 1990; Furr & Funder, 1998).

მეგობრობა და ცხოვრებისეული გამოცდილება-ცხოვრებისეული მოვლენები შეიძლება გახდეს ხელის შემშლელი ან პირიქით ხელშემწყობი ფაქტორები ემოციური ინტიმურობის და სიტუაციური ხელმისაწვდომობის.

ცხოვრებისეულ მოვლენებს შეუძლია შეცვალოს ემოციური ინტიმური ურთიერთობები. დადებითი ცხოვრებისეული მოვლენები შეიძლება გახდეს უფრო მეტი დასვენების, ამაღლებული განწყობის და ტოლერანტობის ზრდის მიზეზი. თუმცა, უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენები პირიქით. ასეთ დროს, ზოგიერთმა შეიძლება მიაღწიოს მეტს, გამოავლინოს და გაზარდოს ინტიმური ურთიერთობები. ხოლო ზოგმა კი შესაძლოა მეტად დაიხიოს უკან სოციალური კომპანიონებისგან. ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს მეგობრობა ან მომავალი მეგობრობის მოლოდინები. ცხოვრებისეულ მოვლენებს შეუძლია შეცვალოს სიტუაციური ხელმისაწვდომობა, რითაც დაანგრიოს მეგობრობა. ასეთი მოვლენებია: გეოგრაფიული მობილურობა, მშობლების განქორწინება და ა.შ. (M. Farouk Radwan).

კვლევის შედეგების ანალიზი   

რესპონდენტებთან საუბრის შემდეგ გამოიყო შემდეგი  საკითხები. რომლებიც მათ მნიშნველოვნად ჩათვალეს;

 ყველაზე ხელსაყრელი ასაკი მეგობრობის შესაძენად- კვლევის შედეგად კითვაზე პასუხად თუ როდის იძენს ადამიანი მეგობრებს ყველაზე ხშირად სხვადასხვა პერიოდი დასახელდა, რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ ადამიანები მეგობრებს სიტუაციიდან გამომდინარე.  ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადასვლა ხელ უწყობს ახალი ადამიანების გამოჩენას ჩვენ ყოველდღიურობაში და შესაბამისად ახალი ადამიანები ხდებიან მეგობრები სხვადასხვა მიზეზების გამო. . „მეგობრები მე მყავს როგორც ბავშობაში შეძენილი (ბაღი,სკოლა) ასევე სტუდენტობის დროს შეძენილი მეგობრები, ვფიქრობ ადამიანის მეგობრობა  ურთიერთგაგებაზე და ხასიათების თვსებადოაბზეა დამოკიდებული, რაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ყველა რაღაც თავისებურებით გმოირჩევა.“(მამრობითი, 22 წელი)

ინტერვიუების ანალიზისას გამოვყავით ის ძირითადი ფაქტორები , რომლებიც ჩვენი რესპონდენტების აზრით ხელს უწყობს მეგობრობის ჩამოყალიბებას: საერთო ინტერესები, ღირებულებები, ხაასიათის თვისებები , მსგავსი ხედვა, სანდოობა და ერთგულება.  ”ჩვენ უფრო თმამად ვურთიერთობთ ადამიანებთან, რომელთაც ჩვენი მსგავსი მუსიკა, კინო მოსწონს, ესმის ჩვენი იუმორი და უყვარს იგივე ჟანრის ნაწარმოებების კითვა”,; „მე ოთხი მეგობარი მყავს. მათთან დაახლოება სულ სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ზოგიერთთან ურთიერთობა მისი უბრალოებით, გულღიაობითა და საერთო ღირებულებებით მხიბლავს დღესაც, სხვასთან ადამიანური ღირსების გრძნობით, განათლებით, მხიარული ბუნებითა და რთულ ეტაპებზე გვერდში დგომის გასაოცარი თვისებებით გამოირჩევა, ბოლო ეტაპზე შეძენილი მეგობრები კი ერთგულებითა და ერუდიციით მხიბლავენ.  ეს თავისთავად მოხდა _ უბრალოდ, ერთმანეთთან ძალიან კარგად  ვგრძნობდით თავს“ (მდედრობითი , 56 წელი)

მეგორბობის  ფაქტორების განსხვავება ასაკის მიხედვით  -როგორი იცვლება ეს ფაქტორები ასკთან ერთად? ბავშობაში მეგობრობა სპონტანურად, ბუნებრივად ხდება. ბავშვები მეგობრდებიან ბაღში ან სკოლაში, პატარები  ბაღში ერთდ თამაშობენ, კლასელები ერთ მერხზე სხედან,. თუმცა ასაკის ზრდასთნ ერთად იცვლება დამოკიდებულებაც ამ ურთიერთობების მიმართ.  ჩვენი  რესპონდენტების  მოსაზრებით,მეგობრობას  ყველა ასაკში ინტერესთა და ღირებულებათა კვეთა იწვევს.  ასევე, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანება , კარგი მეგობრობის საძირკველია. ” არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, 70 წლისასაც ისევე მოგწონს შენს მსგავსად მოაზროვნე პიროვენბა როგორც 12 ან 20 წლისას” (მამრობითი, 20 წელი)„ბავშვობაში ეს თავისდაუნებურად ხდება, რაც შეეხება ასაკში შეძენილ მეგობრებს, აქ უკვე დიდ როლს თამაშობს ადამიანის უნარი – მიიღოს სხვა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის. ამდენად, ასაკში სწორედ ეს თამაშობს დიდ როლს – უნდა მიიღო ის ისეთი ,როგორიცაა. მეგობრობის დათქმა არ შეიძლება, მეგობარი ისეთია, როგორიცაა, მორჩა და გათავდა.” ( მამრობითი, 34 წელი)

დროის ხანგრძლივობა მეგობრობის დროს-თემაზე მუშაობისას ვნახეთ, რომ დროის ხანგრძლივობას მეგობრობაზე  სხვადსხვანაირი გავლენა აქვს , ეს შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, შემთხვევებს გააჩნია. ჩვენ  ხშირად უფრო ვამჩნევთ სხვა ადამინის უარყოფით თვისებეს , ვიდრე ჩვენსას, მზად ვართ შევეგუოთ მათ თუ გადავწყვიტეტ რომ ის ჩვენი მეგობარია, მაგარმ ხანდახან ხდება რომ ღირებულებათა ცვალებადობა ჩვენს დაშორებასაც განაპირობებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მიუხედავად დიდი ხნის მეგობრობისა  ურთერთობა დისკომფორტს გვიქმნის, რადგან ერთ-ერთი მეგობარი ასაკის ცვლილებასთან ერთდ რადიკალურად იცვლება და აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხდება. „კონკრეტული თვისებების ჩამოთვლა ალბათ შეუძლებელია,უდავოა, რომ ადამიანები (განსაკუთრებით, მეგობრები) ერთმანეთზე ახდენენ გავლენას. ეს გავლენები კი შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. ასეთი გადამდები თვისება შეიძლება იყოს – სიკეთე, ყურადღებიანობა, მიზანდასახულობა… რა ვიცი, კიდევ ბევრი სხვაც…“(მდედრობითი, 26 წელი)

  რა ასაკში, როდის იძნენენ ადამიანები მეგორბებს? კვლევის მონაწილეები თვლიან , რომ არ არსებობს კონკრეტული ასაკი , როდესაც შეიძლება შეიძინო განსაკუთრებული მეგობარი. ”მე პირადად 19 წელი დამჭირდა საუკეთესო მეგობრის საპოვნელად”( მდედრობითი, 20 წელი)ერთერთი რესპონდენტის აზრით კი ბავშვობაში ამოხსნილი მეგობრობის ფორმულა დიდ ხანს რჩება გონებაში „ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ ბავშვობის მეგობარი – ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვინ გამოხვალ, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, საზოგადოებისთვის მისაღები იქნები თუ არა… მას უყვარხარ წრფელი, ბავშვული სიყვარულით შენ და არა შენი განათლება, წოდება, თანამდებობა, ქონება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. ” (მდედრობითი ,41 წელი) არის სხვა მოსაზრებაც .“თუმცა წლების შემდეგ ადმაინები წყვეტენ მეგობრების შეძენას, ისინი აღარ არიან სოციალურად აქტიურნი და არ ამყარებენ ახალ ურთიერთობებს, „ჩემი აზრით, 40 წლის მერე ნაკლებად შეიძლება მეგობრის შეძენა. შეიძლება დაუახლოვდე ადამიანს, მაგრამ მეგობრობა სულ სხვა განზომილებაა და მასთან ცხოვრების გზის გარკვეული ურთიერთგადაკვეთა უნდა ხდებოდეს. 40 წლამდე ადამიანი აგროვებს გარემოცვას და ემზადება ცხოვრებისთვის, 40 წლის მერე კი ცხოვრებას იწყებს.“(მამრობითი,27 წელი).

როგორია მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვაჩვენებს, რომ ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. მეგობრობა იმავე სქსესის წარმომადგენელთან უფრო მყარია , რადგან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შეიძლება სხვა გრძნობები გაჩნდეს ”არ მჯერა ქალსა და კაცს შორის მეგობრობის, რადგან ასეთი სიახლოვე სხვა რამეებსაც აძლევს საწყისს, რომელსაც ან ხვდებიან  მეგობრები , ან ვერა. მოკლედ, მე არ მწამს ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის”( მდედრობითი 39 წლის)  თუმცა არის სხვა მოსაზრებაც  „მეგობრობის დროს სქესი  არ არის მნიშვნელოვანი, სულიერი სიახლოვე სქესის მიხედვით არ ფორმულირდება.თავისუფლად შეუძლია მამაკაცს ჰყავდეს ქალი მეგობარი და პირიქით“ (მდედრობითი , 28 წელი)

მეგობრობიდან უფრო ღრმა ემოციონალური ურთიერთობის განვითარება – ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა თვლის , რომ მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლებელია უფრო ღრმა ემოციონალური ურთიერთობის საფუძველი გახდეს. საერთო ხედვამ , ერთგულებამ , ნდობამ , ყოველდღურმა შეხვედრებმა შეიძლება სიყვარულამდე მიგვიყვანოს. მყარი ოჯახების დიდი წილი მეგობრულ ურთიერთობაზეა დაფუძნებული ასე თვლიან ისინი.. „შეიძლება მოხდეს ისე, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს და ეს არაა ტრაგედია, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ ღირებულებებს ემატება  – ფიზიკური ლტოლვა. ეს უკანასკნელი შეიძლება არ გაჩნდეს(ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ გრძელდება მეგობრობა), მაგრამ სრულიად შესაძლებელია გაჩნდეს… (გაგრძელება თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ…)“ (მამრობითი, 25 წელი ).

 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც პოზიტიური ინტიმური ურთიერთობისათვის მზაობა. ის ეფუძნება ურთიერთდახმარებას, გახსნილობას, სრულ ნდობას, საერთო ინტერესებს, ერთგულებას. მეგობრები მუდმივად მზად არიან ერთმანეთის დასაახმარებლად.

მეგობრული ურთიერთობებს ახასიათებს ღრმა გაგება. ფსიქოლოგიურად, ეს არის უნარი ერთმანეთთნ სიტყვების გარეშე, ჟესტების მეშვეობით,  ზუსტად ესმით ერთმანეთს საფუძველზე დახვეწილი მოძრაობები და ინტონაციაც კი, რომლებიც გასაგები მხოლოდ მეგობრებისთვის. დიდი ხნის მეგობრებს შეუძლოიათ ერთმაენთის საქციელის პროგნოზირება.

როგორც რესპონდენტებმა გვითხრეს, მეგობრობა არის შუალედური  ფლირტსა და სიყვარულს შორის. თუმცა მას უფრო მკაცრი წესები აქვს- ეს არის თანასწორობის, პატივისცემის გამოხატვა, სურვილი დაეხმაროს, ნდობა და ერთგულება გამოუცხადოს პარტნიორს.

მეგობრობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სავსეა ბედნიერი წუთებით. მეგობრობა ხელს უწყობს ადამიანს საკუთარი თავის განვითარებაში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ცხოვრებისეული სირთულეების დროს.

კვლევის შედეგად შეიძლებ ითქვას, რომ   საერთო ინტერესები, ღირებულებები და სფეროები არის მნიშნვნელოვანი ფაქტორები მეგბრობის ჩამოსაყალიბებლად.. თუმცა ბავშობა და სკოლა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მეგობრობას „საფუძველ ჩამყრელ“ ფაქტორებს შორის

  • ასაკის ცვლილებასთან ერთად მეგორული ურთიერთობა იცვლება, დადებითად ან უარყოფითად, მასზე გავლენას პირვონული მახასიატებელი ახდენს. პიროვნების ცვლილება ურთიერთობის შეცვლას იწვევს
  • მეგობრბოიდან შესალებელია განვიტარდეს უფრო ღრმა ემოციონალური დმაოკიდებულება. სიყვარული. მეგობრებს შორის მსგავსი გრძნობის გაჩენა, რეალური, გამართლებული და მისაღები მოვლენაა.

 

ავტორი: გიგა კარაპეტიანი
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. THE AOCIAL WERB – friendships of adult men and women – nana sumbadze (geboren te Tbilisi) in 1949

2. http://ezinearticles.com/?Why-Do-People-Become-Friends?&id=4598020
3. http://psicom.ru/psihologiya147.html
4. plato.stanford.edu/entries/friendship/
5. http://www.wikipedia.org/
6. https://research.mbs.ac.uk/european-employment/Portals/0/docs/Latest%20Publications/Niven%202012%20IAR%20and%20relationships.pdf
7.https://digarchive.library.vcu.edu/bitstream/handle/10156/2896/THESIS%20FINAL%20FINAL%20FINAL%20SUBMIT.pdf?sequence=1

მსგავსი ინფორმაცია