მიუხედავად იმისა, რომ პირველად სელექციური ( შერჩევითი) მუტიზმის ნიშნები ჯერ კიდევ 125 წლის წინ აღმოაჩინეს, ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით (Steinhausen,Wachter, Laimbock, & Metzke, 2006). სელექციური მუტიზმი კვლავ ბუნდოვნად რჩებოდა 2006 წლამდე მანამ, სანამ გამომცემლობა „Newsday” გამოაქვეყნებდა სტატიას, სათაურით – “Behind a Wall of Silence”, რომელიც აღწერდა 8 წლის გოგონას მეტყველებისა და საუბრის პრობლემას სასკოლო გარემოში ყოფნისას.
მომდევნო წელს, სელექციური მუტიზმის შესახებ ინფორმაცია კვლავ გამოჩნდა საგაზეთო სტატიებში, როდესაც ვირჯინიის შტატის „მსროლელთა ჯგუფის“ წევრს დაუდგინდა მოზარდობის პერიოდის სელექციური მუტიზმი (Kearney & Vecchio, 2007). მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიისა და საზოგადოების ყურადღება სულ უფრო მეტად იზრდებოდა, მხოლოდ მცირე რესურსი ჩაიდო ამ განსაკუთრებული მდგომარეობის გამოკვლევაში.
სელექციური მუტიზმის განხრით, კვლევების ნაკლებობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პრობლემა სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს ამ დარღვევის მქონე ბავშვების დახმარების პროცესში. ხშირად, სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვებს მოიხსენიებდნენ უბრალოდ მორცხვ და მორიდებულ ადამიანებად, რაც არასწორი მიდგომაა. შვარცმა, ფრიდიმ და შერიდანმა (Schwartz, Freedy, and Sheridan (2006) ) გამოკითხეს სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვების 27 მშობელი. ბავშვების საერთო რაოდენობა იყო 33. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველადი ჯანდაცვის მიმართვისას ბავშვების 70%-ის შემთხვევაში ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვევს, ან საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვეს მიმართვის მიზეზი. ავტორები განმარტავენ, რომ სელექციური მუტიზმი უმეტესად შეუმჩნეველი რჩებოდა საუკეთესო ექიმებისთვისაც კი, ვინაიდან ისინი არ იცნობდნენ ამ აშლილობის სპეციფიკურ ნიშნებსა და სიმპტომებს. პედიატრები კი, ვარაუდობდნენ, რომ მიზეზი გადაჭარბებული სიმორცხვეა და არწმუნებდნენ მშობლებს, თითქოს ეს პროცესი ბავშვის ზრდისა და განვითარების ეტაპის ჩვეული მახასიათებელი იყო.
სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვისას იქმნებოდა სირთულეები. ხდებოდა მათი ე.წ. „ეტიკეტირება“ იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო აუტისტური სპექტრის აშლილობა, გადავადებული მეტყველების პრობლემა, ან დასწავლის უნარის დარღვევა. შესაბამისად, პრობლემის მოგვარებას არასწორი გზით ცდილობდნენ (Schwartz et al., 2006). ხშირ შემთხვევაში მშობლები ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ უნდა დალოდებოდნენ ბავშვის განვითარებას და ვერ ხვდებოდნენ, რამდენად მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ ბავშვები დროული დახმარების გარეშე.
რა არის სელექციური მუტიზმი? – ნიშნები და მახასიათებლები.
სელექციური (შერჩევითი) მუტიზმი არის ბავშვთა რთული, კომპლექსური შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება კომუნიკაციის, მეტყველების უნარის შეზღუდვით სხვადასხვა სოციალურ გარემოში. მაგალითად: საბავშვო ბაღში, სკოლაში ან სხვა სოციალურ გარემოში ყოფნისას.
სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები მეტყველებით კომუნიკაციას მხოლოდ მათთვის კომფორტულ (შერჩეულ) გარემოში ამყარებენ, სადაც ისინი უფრო მეტად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს ( მაგ: ეს შეიძლება იყოს საკუთარი სახლი, ოჯახის წევრების გარემოცვა). ამ ბავშვებს თავისუფლად ესმით და შეუძლიათ მშობლიურ ენაზე საუბარი, თუმცაღა, როგორც კი აღმოჩნდებიან სოციალურ გარემოცვაში , მაგალითად სკოლაში, ცდილობენ საუბრისგან თავის არიდებას და მეტყველებითი კომუნიკაცია იზღუდება, უმეტყველო ხდება ბავშვი (American PsychiatricAssociation, 2000).
გამოკვლევების მიხედვით, სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, თანმხლებია სოციალური ფობია, სოციალური შფოთვითი აშლილობა.(Selective Mutism Anxiety Research and Treatment Center (SMart Center).
სელექციური მუტიზმი, DSM-IV-TR-ის მიხედვით ,,ბავშვობის ასაკის სხვა აშლილობებს’’ მიაკუთვნეს. ლეონარდისა და მისი კოლეგების კვლევების მიხედვით, სელექციურ მუტიზმს ბევრი საერთო აქვს შფოთვით აშლილობებთან, კერძოდ კი, სოციალურ შფოთვასთან (Leonardx & Dow). სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები არ საუბრობენ სპეციფიკურ სიტუაციებში, თუმცა ხმამაღლა და გარკვევით მეტყველებენ სახლშიც და სხვა, მათთვის უსაფრთხო გარემოშიც (Black & Uhde).
სელექციური მუტიზმის შემთხვევაში, ბაშვებსა და მოზარდებს აქვთ განსაკუთრებული შიში საუბრის, კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციის, და ისეთი გარემოსი, რომელიც მათგან აქტიურ ჩართულობასა და კომუნიკაციას მოითხოვს. თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ აშლილობის მქონე ყველა ბავშვი ერთნაირად არ გამოხატავს შფოთვით რეაქციებს.
სელქეციური მუტიზმის ფორმა განსხვავებულადაა გამოვლენილი ბავშვებში. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს შეუძლია კომუნიკაციისას თქვს სიტყვა „დიახ“ ან „არა“, ან თავის დაქნევით გვანიშნოს „დათანხმება-უარყოფის“ პასუხი. ზოგიერთი საუბრობს ერთი ან ორ სიტყვიანი წინადადებით, ან ჩურჩულის საშუალებით იცვილის ხმას და ასე გვესაუბრება.
უფრო რთული შემთხვევაა, როდესაც საერთოდ რაიმე სიტყვის წარმოთქმა და სხეულით ჟექსტიკულაცია შეუძლებელია.
აღსანიშნავია რამდენიმე ფორმა, როდესაც:
შეიძლება ბავშვი ვერ საუბრობდეს საერთოდ და ვერ ამყარებდნეს ვერანაირ კომუნიკაციას სოციალურ გარემოში;
საუბრობდეს კონკრეტულ, შერჩეულ გარემოში, ან შესაძლოა საუბრობდეს მხოლოდ ჩურჩულით;
დადგეს შეშინებული, უმოძრაოდ, როდესაც აღმოჩნდება საზოგადოებრივ, უცხო გარემოში;
ადგილზე გაშეშდეს უემოციოდ და სოციალურად იზოლირებული გახდეს;
უფრო ნაკლებად მძიმე აშლილობის შემთხვევისას ბავშვებს შეიძლება მკვეთრად არ ჰქონდეთ მსგავსი ქცევები გამოხატული, შეიძლება ისაუბრონ და კომუნიკაცია დაამყარონ ერთ, ან რამდენიმე ბავშვთან, მაგრამ მათ უჭირთ კომუნიკაცია მასწავლებლებთან და სხვა თანატოლებთან.
სელექციური მუტიზმის მქონდე ბავშვების უმრავლესობას აღენიშნებათ შფოთვითი რეაქციები, ხშირი ტანტრუმები და ტირილი, უხასიათობა, მოუქნელობა, ძილის პრობლემები და სიმორცხვის ექსტრემალური განცდა.
ასევე, ამ აშლილობის მქონე ბავშვებში გვხვდება სენსორულიპროცესებისდარღვევა. ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სენსორული არხების მიმართ, როგორიცაა ხმოვანი სიგნალი, განათება, შეხება, გემო და ყნოსვა, გადაჭარბებული მგრძნობელობითა და მაღალი აგზნებადობით. სენსორული პროცესების დარღვევა მძიმედ მოქმედებს ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიხისტე, ფრუსტრაცია, და შფოთვა. შფოთვის გაძლიერებას მოსდევს სოციალური სიტუაციიდან თავის დაღწევის მცდელობა, ტანტრუმების მოწყობა და სხვა ნეგატიური ქცევის გამოვლინება .
სელექციურიმუტიზმისნიშნები:
სელქეციური მუტიზმი ძირითადად იწყება ადრეულ ბავშვობაში, 2 დან 4 წლამდე პერიოდში. პირველი ნიშნების შემჩნევა შესაძლებელია, როდესაც ბავშვი იწყებს კომუნიკაციას, ინტერაქციას ოჯახის წევრების გარეთ, უცხო ადამიანებთან. ასეთი შეიძლება იყოს საბავშვო ბაღში პირველი დღეები, სხვა აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის დამყარება და მსგავსი.
მთავარი მანიშნებელია ურთიერთობისას ბავშვის კონტრასტულობა, როდესაც იგი მკვეთრად განსხვავებულად იქცევა ურთიერთობისას. ოჯახის მიღმა გარემოცვაში მყოფ ადამიანებთან კონტაქტისას ბავშვი სახის „გაყინულ“ გამომეტყველებას იღებს და მეტყველებითი კომუნიკაციაც იზღუდება. მოლოდინი, რომ ის პასუხს დაგვიბრუნებს ან საუბარში ჩაგვერთვება, უშედეგოა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი მისთვის არსებული „კომფორტის ზონის“ მიღმაა, კომფორტის ზონას მისთვის, ძირითადად, ოჯახის წევრების გარემოცვა წარმოადგენს.
სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები კარგავენ თვალით კონტაქტს და შეიძლება გამოამჟღავნონ:
ნერვიულობა, სოციალური უხერხულობა.
უხეშობა, უინტერესობა ან უხასიათობა (დაღვრემილი, პირქუშობა).
სიჯიუტე და აგრესიულობა, მიდრეკილება აქვთ ტანტრუმების მოწყობისკენ. აგრესიას გამოხატავენ, როდესაც მშობლები ეწინააღმდეგებიან და შეკითხვებს უსვამენ.
გამომწვევიმიზეზები და გავრცელების სიხშირე:
სელექციური მუტიზმი, როგორ წესი, იწყება ადრეულ ბავშვობაში და ჩაურევლობის შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს მოზარდობის პერიოდშიც. ბავშვი, ან მოზარდი, რომელსაც ახასიათებს სელექციური მუტიზმი, საკუთარი ნებით არ ირჩევს როდის ისაუბროს და როდის არა, მათ აქვთ კომუნიკაციის შფოთვის დაძლევის პრობლემა, რომლის მიღწევაც დამოუკიდებლად და მხოლოდ ბავშვის ნებით საკმაოდ რთულია.
გავრცელების სიხშირის მიხედვით, აშშ-ს მონაცემების მიხედვით, ყოველი 140-დან 1 ბავშვს სელექციური მუტიზმის დიაგნოზი აქვს. ძირითადად, უფრო გოგონებში გვხვდება, ვიდრე ვაჟებში. სელექციური მუტიზმის განვითარების რისკი დიდია ბავშვებში, რომლებიც ადრეული ასაკიდან ერთდროულად ორ ან მეტ ენას ეუფლებიან და ვისაც ადრეულ ასაკშივე მოუხდა საცხოვრებელი(მშობლიური) ქვეყნის შეცვლა. (Selective Mutism Anxiety Research and Treatment Center (SMart Center)
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სელექციური მუტიზმი არის სხვადასხვა ადამიანებთან საუბრის შიში(ფობია). გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არ არის ნათელი, მაგრამ შოფთვით აშლილობასთან სექლეციური მუტიზმის კავშირი აღიარებულია.
დაძლევის („მკურნალობის“) გზები:
იმ შემთხვევაში, თუკი ეჭვობთ, რომ ბავშვს აქვს სელექციური მუტიზმის დამახასიათებელი ნიშნები, პირველ რიგში, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია, რის შემდგომაც საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი შეფასდება ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ. მნიშვნელოვანია, შეფასების პროცესში გამოკვლევის შედეგად გამოირიცხოს სმენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა.
სელქციური მუტიზმის დროს ფსიქოთერაპევტები მიმართავენ ქცევით ან კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას. შესაბამისი მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ინდივიდუალურ მდგომარეობაზე, მდგომარეობის სირთულესა და ხანგრძლივობაზე.
ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს ბავშვს მდგომარეობის გაუმჯობესებაში, თუმცა, ძირითად და წამყვან მეთოდათ ქცევითი თერაპია უნდა დარჩეს. მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ფსიქიატრის მიერ. ძირითადად, გამოიყენება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი.
როგორც წესი, მედიკამენტების ქვეშ პაციენტები დიდხანს არ რჩებიან, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის პროგრესზე ქცევით თერაპიაში. მცირე პროგრესის/წინსვლის შემთხვევაშიც კი, ხდება მედიკამენტოზური მკურნალობის თანდათან შემცირება და შემდეგ მოხნა.
რჩევები მშობლებისთვის:
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, თუკი მას აქვს სელექციური მუტიზმი?
თავი შეიკავეთ ბავშვზე ზეწოლისგან, ან მისი „მოსყიდვისგან“ , რათა ისაუბროს მაშინ, როცა ვერ ახერხებს მოცემულ სიტუაციაში.
საჯაროდ ნუ დაიწყებთ ბავშვის შექებას და ხოტბის შესხმას, ან გაკიცხვას, რადგან შეიძლება უფრო მეტად დააბნიოთ ბავშვი და შფოთვა გავუძლიეროთ. მის მიღწევებზე ესაუბრეთ მაშინ, როდესაც განმარტოვდებით ერთად.
ოჯახურ ვიზიტებს და შეკრებებს თავიდან ნუ აიცილებთ, მაგრამ ეცადეთ გაითვალისწინოთ, შექმნათ ისეთი გარემო, რომელიც უფრო მისაღები/კომფორტული იქნება ბავშვისთვის.
მეგობრებს და ახლობლებს სთხოვეთ, შეხვედრისას მისცენ ბავშვს დრო შესაჩვევად, გაშინაურდეს. თავიდან ფოკუსირდნენ სახალისო აქტივობებით/საქმიანობით ურთიერთობაზე, და არა – პირდაპირ საუბრის დაწყების მოთხოვნაზე.
დაეხმარეთ ბავშვს თავდაჯერებულობის განვითარებაში, აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა.
Understanding and Managing Selective Mutism – VIDEO
ლიტერატურული წყარო:
American Psychiatric Association (2000). Diagnostic and statistical manual of mental disorders. (4th ed., text rev.).
DC: American Psychological Association.
Black, B,, & Uhde, T. W. (1995). Psychiatric characteristics of children with selective mutism: A pilot study. Journal ofthe American Academy of Child and Adolescent Psychiatry.
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ტელევიზორის ყურება ბევრი ადამიანისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებად იქცა, შესაბამისად, ტელევიზიები ცდილობენ ადეკვატურად უპასუხონ გაზრდილ მოთხოვნას, ცდილობენ შექმნან განსხვავებული პროგრამები და შოუები, რათა მაქსიმალურად მოიცვან ყველა სეგმენტი. სატელევიზიო სფეროს ამგვარი პოპულარობის გამო მშობლებში, მასწავლებლებსა თუ კანონმდებლებში გაჩნდა სურვილი იმისა, რომ გაეგოთ სატელევიზიო პროგრამების ადამიანებზე ზეგავლენის შესახებ. გაჩნდა კითხვა თუ რამდენად განაპირობებს ტელევიზიით…
ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის პანიკა. პანიკა, ეს ტერმინი, თავისთავად, მედიცინაში გულისხმობს, განგაშის, ძლიერი შფოთვის მდგომარეობას, რომელიც საკმაოდ მძიმე სხეულებრივი შეგრძნებებით ხასიათდება. ჩვენი მოსახლეობა ამ შფოთვის სიმპტომებს ხშირად კორონა ვირუსთან ასოცირებულ პრობლემებსაც უკავშირებს და ამიტომ შფოთვა კიდევ უფრო მძაფრი ხდება. მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, რაც კორონა ვირუსით გამოწვეული ფილტვების ინტესტიციური ანთების ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია; გულისცემის გახშირება;…
„შენ წაგიყვანს ჩიტი!“, „მალე, ახლა, დროზე“. ეს ორი ფრაზა, რომელიც შეიძლება არაფერს გეუბნებათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე, ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილი იყო და მას ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვისმენდი. მაშინ ერთ უსაყვარლეს ბავშვთან ვმუშაობდი. ჩვენი ყოველი დილა იწყებოდა ტყეში გასვლით და სიმაღლიდან ხევში ქვების სროლით. ეს იყო ყოველი დილის რუტინა. მთელი დღის მანძილზე, დღეში სამჯერ, ერთიდაიმავე თანმიმდევრობით…
რა არის სტრესი? სტრესი არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ გამღიზიანებელზე. განასხვავებენ სტრესის დადებით (ეუსტრესი) და უარყოფით (დისტრესი) ფორმებს, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს სტრესი მისი ზემოქმედება ერთნაირად აისახება ადამიანის ორგანიზმზე, ზიანდება იმუნური სისტემა. ყველა ადამიანის ცხოვრების განმავლობაში განიცდის ხანმოკლე ან გრძელვადიან სტრესს, იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სამსახურებრივი პრობლემებით, უეცარი (მოულოდნელი) ცვლილებებით,…
გაფანტული სკლეროზი – Multiple sclerosis ავტორი: ნათია გაბედავა გაფანტული სკლეროზი არაპროგნოზირებადი, ხშირად ცენტრალური ნერვული სისტემის (ანუ, როგორც თავის ტვინის, ასევე – ზურგის ტვინის) ქმედითუნარიანობის დამაქვეითებელი დაავადებაა, რომელიც ხელს უშლის ინფორმაციის flow/დინებას ტვინში და სხეულსა და ტვინს შორის. მისი მთავარი კრიტერიუმია ანთებითი დემიელინიზაცია/ inflammatory…
GYPA წარმოგიდგენთ ვებინარს – „პროფესიული გადაწვა და სამუშაო სტრესი“ ვებინარს გაუძღვება ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – მარინა კაჭარავა. თანამედროვე მონაცემებით, პროფესიული გადაწვა არის ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სამუშაო სფეროს, პროფესიის წარმომადგელებში. პროფესიული გადაწვის დროს მომუშავეები გრძნობენ ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას, უიმედობას, ქრონიკულ დაღლილობას და ხშირად სამუშაოს მიტოვების სურვილი აქვთ. ვებინარის ფარგლებში განიხილება თემები:…
GYPA – საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ “ვებინარს”, თემაზე: „სტრესი და “ნევროზული რეგისტრის აშლილობები“ ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი თემები: “ნევროზები”: მითები და რეალობა; “ნევროზული” რეგისტრის აშლილობები; პანიკური შეტევები; აკვიატებები (აკვატებული აზრები და ქცევები); ფობიები; სტრესის ეტაპები; სტრესით გამოწვეული მდგომარეობები; როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩართვა; გამკლავების მექანიზმები. ვებინარს გაუძღვება: ნინო ოკრიბელაშვილი – ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი….
GYPA – საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ტრენინგს, თემაზე: „სქესობრივი აღზრდა“ აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: მოზარდებისა და ბავშვების სქესობრივი აღზრდის თავისებურებები. სექსუალური განათლების მნიშვნელობა და საჭიროება; სექსუალური განათლების შემადგენელი კომპონენტები; ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება; ბავშვის/მოზარდის სექსუალიზებული ქცევის მართვა; როგორ და როდის უნდა ვესაუბროთ ბავშვს/მოზარდს სექსუალური თემატიკის საკითხებზე. როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს. სექსუალური განათლება,…
GYPA – საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ საბაზისო ტრენინგს, თემაზე: „დეპრესია და შფოთვითი აშლილობები“ აღნიშნულოი ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის ძირითადი ფორმები; შფოთვისა და დეპრესიის ბიოლოგიური საფუძვლები; რა შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს; თანამედროვე მიდგომები, რომლებიც შფოთვისა და დეპრესიის მართვისათვის გამოიყენება. ტრენინგს გაუძღვება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ნეირომეცნიერებების ასოცირებული მკვლევარი – თამთა…
ახდენს თუ არა გავლენას მერხის ადგილმდებარეობა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობაზე, აკადემიურ მოსწრებასა და მის ადგილზე კლასის სოციალურ იერარქიაში? გამოცდილ პედაგოგებს არ გამოეპარებათ: საკმარისია, მოსწავლე სხვაგან გადავსვათ, რომ მისი ქცევა და ზოგჯერ აკადემიური მოსწრებაც კი იცვლება. ამ ხერხს ხშირად მივმართავთ სასწავლო პრაქტიკაში, მაგრამ უმთავრესად – საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. საინტერესოა, როგორ შეიძლება განსხვავებული საკლასო გარემოს…
რა არის აუტიზმი? აუტიზმი თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში. პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა ლეო კანერ-მა ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელწოდებით. იგი გამოყოფდა აუტიზმისათვის დამახასიათებელ შემდეგ…
01/02/2015 დღესდღეობით, თანამედროვე სკოლების ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ყურადღების დეფიციტისა და კლასებში დისციპლინის დამყარების საკითხი. ეს პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, ამ საკითხს მრავალი კვლევა მიეძღვნა. რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემა წარსულშიც არსებობდა, მაგრამ რეფორმებმა განათლების სფეროში და დირექტიული სწავლის ტიპის შეცვლამ კონსტრუქტივისტული მოდელით წინ წამოწია ეს პრობლემა. თუმცა,…