dzalovani 2 leqcia

ლექციათა ციკლი: „ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში“.

Comments Off 30

dzalovani 2 leqciaGΨPA / საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციაწარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს: „ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში“.

ლექციათა ციკლის მიზანია მომავალ ფსიქოლოგებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს გააცნოს, პროექტში მონაწილე უწყებების ფსიქოლოგთა სამუშაო აღწერილობა. ფსიქოლოგიის როლი, მიზნები და დანიშნულება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში.

პროექტში ჩაერთვებიან:
● „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“
● „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“,
● „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი“;
● „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
● „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
● „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“;
● „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“;
● „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“;

წარმოდგენილ უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამა წლის მარტის თვეში დაიდო, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგიის სფეროში მიღწევების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.

ლექციათა ციკლის ფარგლებში მსენელები გაიგებენ:

■ ვინ არიან ამ უწყებებში დასაქმებული ფსიქოლოგები,
■ რა გამოწვევები ხვდებათ მათ სამუშაო ადგილზე,
■ როგორია მათი მუშაობის სტრუქტურა
■ როგორ შეიძლება ამ უწყებებში დასაქმება,

7 აპრილს 19:00 საათზე, ლექციათა ციკლს გახსნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია. შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგი, ლაშა ხოჯანაშვლი.

15 აპრილს 19:00-ზე შედგება პროექტის, “ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში” II ლექცია, რომელსაც გამართავს სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი”. შეხვედრას გაუძღვება სოციალური უნარების ტრენინგების სამსახურის უფროსი, ფსიქოლოგი მაია ხოსიტაშვილი.

II ლექციის ფარგლებში მსენელები გაიგებენ:
■ როგორია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგთა მუშაობის სტრუქტურა;
■ რა გამოწვევები ხვდებათ მათ სამუშაო ადგილზე;
■ როგორ შეიძლება ამ უწყებებში დასაქმება,

მისამართი: ი. ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 214

ლექციაზე დასწრება უფასოა.

მსგავსი ინფორმაცია