dzalovani 5 leqcia

ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში – მე-5 ლექცია.

Comments Off 10

dzalovani 5 leqciaGΨPA / საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს: „ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში“.
13 მაისს 19:00-ზე შედგება პროექტის, „ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში“ V ლექცია, რომელსაც გამართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ლექციას გაუძღვება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, ანალიზისა და კვლევების განყოფილების მთავარი სპეციალისტი , ფსიქოლოგი გიორგი გერგაული.

ლექციათა ფარგლებში მსენელები გაიგებენ:

■ ვინ არიან ამ უწყებებში დასაქმებული ფსიქოლოგები;
■ როგორია მათი მუშაობის სტრუქტურა;
■ რა როლი ეკისრება ფსიქოლოგს ამ კონკრეტულ სტრუქტურაში;
■ როგორ შეიძლება ამ უწყებებში დასაქმება,

ლექციათა ციკლის მიზანია მომავალ ფსიქოლოგებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს გააცნოს, პროექტში მონაწილე უწყებების ფსიქოლოგთა სამუშაო აღწერილობა. ფსიქოლოგიის როლი, მიზნები და დანიშნულება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში.

პროექტში ჩართულნი არიან:

● „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“
● „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“,
● „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი“;
● „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
● „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
● „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“;
● „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“;
● „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“;

ლექციაზე დასწრება უფასოა.

დასაწყისი: 13 მაისი, 19:00 საათი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 301

მსგავსი ინფორმაცია