1388@2x-custom

იწვევს თუ არა სტრესი სიმსივნეს?

Comments Off 176

რა არის სტრესი?                         

სტრესი არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ გამღიზიანებელზე. განასხვავებენ სტრესის დადებით  (ეუსტრესი) და უარყოფით (დისტრესი) ფორმებს, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს სტრესი მისი ზემოქმედება ერთნაირად აისახება ადამიანის ორგანიზმზე, ზიანდება იმუნური სისტემა.

ყველა ადამიანის ცხოვრების განმავლობაში განიცდის ხანმოკლე ან გრძელვადიან სტრესს, იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სამსახურებრივი პრობლემებით, უეცარი (მოულოდნელი) ცვლილებებით, ურთიერთობებში პრობლემით და ავადმყოფობით, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ძლიერ სტრესს შეუძლია გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია, რაც დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან და თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზე, ურთიერთობასა თუ ცხოვრების სტილზე.

რა არის სიმსივნე?

სიმსევნე (კიბო) არის მგდომარეობა, როცა ერთი ან რამოდენიმე უჯრედი კარგავს კონტროლს და მრავლდება უსისტემოდ. ჩვეულებრივ, ორგანიზმი აკონტორლებს უჯრედების ზრდას და მის განლაგებას დნმ-ში შემავალი ორიგინალური გეგმის შესაბამისად. თუმცა, დნმ ადვილად ზიანდება სხვადასხვა მიზეზით, როდესაც უჯრედი დაზიანებული დნმ-ით გამოდის კონტროლიდან, საქმე გვაქვს კიბოს შემთხვევასთან.

სიმსივნის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაა, მისი განვითარების ძირითადი პირობაა უჯრედის გენეტიკური ადაპტაცია, ანუ დნმ-ის ცვილება ისე რომ უჯრედს უკონტროლო გამრავლება აიძულოს. მეორე პირობაა იმური სისტემის იმ რგოლის დაზიანებაა, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს სიმსივნის უჯრედებს. გენეტიკური აპარატის ცვლილება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ დნმ-ს სტრუქტურის შემცვლელ ქიმიურ კანცეროგენებსა და მაიონიზებელ გამოსხივებას, მემკვიდრეობით განწყობას. არსებობს ისეთი სიმსივნეებიც, რომელთა აღმოცენებაც ჰორმონთა დონის მატებაზეა დამოკიდებული.

გამომდინარე იქიდან, რომ სტრესს შეუძლია იმუნური სისტემის დაზიანება და კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად იმუნუსი სისტემის დაზიანება სახელდება, ჩნდება კითხვა:

იწვევს თუ არა სტრესი სიმსივნეს?

სიმსივნეების 90% გამოწვეულია გარემო ფაქტორებით მათ შორის ცხოვრების არაჯანსაღი სტილით, თუმცა სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები როგორც მიზეზები დასახელებული არაა და მათი დასახელება როგორც გამომწვევ მიზეზებში  ნაკლებად ალბათურია.

როგორც აღინიშნა სტრესს შეუძლია ფსიქოლოგიური პრობლემების გამოწვევა, ასევე ძლიერი და ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია სხეულებრივ პასუხებთან, მან შესაძლებელია ჰორმონული დისბალანსის გამოწვიოს, რაც ქრონიკულ ანთბის მიზეზი ხდება და გარკვეულ როლს თამაშობს სიმსივნის განვითარებაში, მაგრამ სამი ათეული კვლევა ამტკიცებს რომ არ არის პირდაპირი კავშირი სტრესსა და სიმსივნეს შორის.

კვლევის შედეგად (Helen Dowling Institute, Rubenslaan 190, Utrecht 3582 JJ, The Netherlands. bgarssen@hdi.n)  ავტორი შეეცადა პასუხი გაეცა ბოლო 30 წლის განმავლობასი აქტუალური კითხვისათვის: იყო თუ არა კავშირი სტრესსა და სიმსივნის განვითარებას შორის. კვლევა მოიცავდა მეტაანალიზს, ჯგუფების შედარებას, კროსექციურ და ლონგიტიდურ კვლევის დიზაინს (N=70) კვლევის შედეგად დადგინდა რომ არ არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორი რომელსაც შეუძლია სიმსივნის გამოწვევა.

სხვა კვლევა რომელიც ასევე უარყოფს სტრესის კავშირს სიმსივესთან დაკავშირებულია სამსახურებრივ სტრესთან. სამსახურებრივი სტრესს აქვს ბევრი არასასურველი შედეგი თუმცა მათ შორის ნამდვილად არაა სიმსივნე. ახალი კვლევებით დადგინდა რომ ძლიერი სამუშაო სტრესის პირობებში სიმსივნის რისკის ზრდა ნაკლები ალბათობით ხასიათდება.

სამსახურებრივი და საწარმოო პროცესები სტრესის მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენს ამბობს Katriina Heikkilä, PhD და წამყვანი მკლვევარი. ის და მისი კოლეგები იკვლევდნენ,  სამსახურებრივი სტრესის სიმსივნის განვითარების რისკზე გავლენას.

კვლევის ფარგლებში იზომებოდა სამსახურეობრივი სტრესი დაძაბულ სამუშაო გარემოში. დაძაბულ სამუშაო გარემოდ განისაზღვა ისეთი სამუშაო პირობების რომლის დროსაც ადამიანს აქვს ბევრი და რთული მოვალეობები და პასუხისმგებლობები და ამავე დროს მისი პიროვნული კონტროლი სამუშაოზე არის  ძალიან დაბალი. კვლევის ავტორი ამბობს რომ ამ გაზომვის პირობებში არ გამოვლინდა კავშირი სამუშაო სტრესსა და სიმისვნის განვითარების რისკს შორის.

როგორც Heikkilä,  ცხადებს, ჯერჯერობით არაა ცნობილი თუ რა ინტენსიობის სტრესის არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის, თუმცა შეიძლება ითქვას რომ გრძელვადიანი სტრესი გაცილებით მძიმე შედეგებს იძლევა მოკლევადიან სტრესთან შედარებით.

Heikkilä, და მისი კოლეგები ასევე აანალიზებენ 12 კვლევის შედეგებს რომელიც ჩატარებული იყო 1985 და 2008 წლებში ფინეთში, საფრანგეთში, შვედეთში, დანიაში და გაერთიანებულ სამეფოში რომელიც ჯამში 116 000 ადამიან მოიცავდა, მკვლევარებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები როგორცაა სამუშაო დატვირთვა, ასაკი, სქესი, სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, სხეულის მასის ინდექსი, მოწევა, ალკოჰოლის მიღება. ამ ადამიანების 5%-ს     5 800 ადამიანს განუვუთარდა სხვადასხვა ტიპის სიმსივნე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი აცხადებენ რომ ცალკე სტრესი არ შეიძლება იყოს სიმსივნის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, რომელსაც შეიძლება ერთვოდეს ან არ ერთვოდეს სტრესი.

იმ კვლევეის გარდა რომლებიც გამორცხავს მხოლოდ სტრესს როგორც სიმსივნის გამომწვევ მიზეზს არსებობს კვლევები, სადაც აღნიშნულია კავშირი ფსიქოლოგიურ სტრესაა და სიმსივნის განვითარებას შორის. სტრესსა და სიმისვნის განვითარების დაკავშირების სხვადასხვა გზები არსებობს. მაგალითად, ხალხს რომელებისც განიცდიან  სტრესს უყალიბდებათ მავნე ჩვევბი, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, ზედმეტი ჭამა ალკოჰოლდამოკიდებულება და ა.შ. რის შედეგადაც, ინდივიდუალურ შემთხვევბში ვითარდება სიმსივნე. ასევე, გენეტიკურას სისმსსივნისკენ მიდრეკილ ადამიანებს უვითარდებათ სტრესი, გამომდინარე იქედან რომ ისინი ხედავან საკუთარ ოჯახის წევრებს რომლებსაც აქვთ სიმსივნის დიაგნოზი.

შვედმა (Sahlgrenska, Gothenburg, Sweden) მკვლებარებმა დაადგინეს, რომ სტრესი აორმაგებს მკერდის სიმსივნის განვითარებას რისკს ქალებში. მათი აზრით სტრესული სიტუაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ქალების ამ თაობაში სამსახურისა და ოჯახური ცხოვრების დისბალანსის შედეგად.  ისინი 24 წელი იკვლევდნენ 1 500 ქალს, ეს იყო უპრეცედენტო კვლევა, რომელიც  წარდგენილი იყო ევროპულ მკერდის კიბოსადმი მიძღვნილ კომფერენციაზე კოპერჰაგენში.

კვვლევა ტარდებოდა 38 დან 60 წლის ასაკის ქალებზე რომლებმაც ექიმს პირველად მიმართეს 1968-1969 წლებში შემოწმების მიზნით. კონსულტაციაზე მისულ ქალებს სთხოვდნენ შეევსოთ კითხვარი სტრესის შესახებ, კითხვები ეხებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში განცდილ სტრესს ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

სტრესული სიტუაციის მაგალითი რომელიც ქალებს შეიძლებოდა ჰქონოდათ იყო დაძაბულობა, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო სამსახურის ან ოჯახის პრობლემებთან.

შემდეგი გამოკვლევების დროს 1974, 1980, 1992 წლებში კონსულტაციის დროს ექიმი ამოწმებდა სიმსივნის განვითარებას. შედეგად, ქალები რომლების განიცდიდნნ ძლიერ სტრესს 1 თვიდან 5 წლის განმავლობაში აღენიშნებოდათ სიმსივნის განვითარების გაორმაგებული რისკი. დასკვნის დროს ყველა გარეშე ფაქტორი როგორიცაა მოწევა, წონის პრობლემა ალკოჰოლის მოხმარება და ა.შ იყო გათვალისწინებული და მატი გამორიცხვის შედეგაად, სტრესი აღმოჩნდა ერთადერთი ფაქტორი რომელიც იწვევდა სიმსივნის რისკის გაორმაგებას.

დიდი ბრიტანეთის მონაცემებით ყოველწლიურად 40 000 დან 13 000 ქალი იღუპება მკერდის სიმსივნის დიაგნოზით.

ამ სფეროს წამყვანი ავტორი Dr Osten Helgesson აცხადებს, რომ კვლევამ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დადებითი კავშირი სტრესსა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის.

1350 ზე მეტი ქალი იყო დიაგნოსტირებული როგორც სტრესის გარკვეული დონის მქონე, მათგან 24-ს, ანუ  5,26% ს განუვითარდა მკერდის მიმსივნე.

ამ და სხვა მონაცემებით მკვლევართა ერთი ნაწილი აცხადებს რომ სტრესი აორმაგებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

თუმცა, ისევე როდორც ზემით განხილულ კვლევაში ამ კვლევის ავტორი Dr Helgesson ამბობს რომ ჯერ არ არის დადგენილი რა დონის სტრესი იწვევს სიმსივნის განვითარებას, იგი აცხადებს რომ ბევრად მეტი კვლევაა ჩასატარებელი იმისათვის, რომ განაცხადონ სტრესაა და სიმსივნის განვითარებას შორის დადებითი კავშირი.

გარდა ამისა არსებოსბ ცხოველებზე ჩატარებული კვლევა რომელიც ჩაატარა ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა და ნაციონალურმა სიმსივნის ინსტიტიტუტმა (National Institutes of Health and National Cancer Institute in the US)  კვლევა ასევე ამტკიცებს რომ სტრესს შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება. კვლევა ჩატარებული იყო დროზოფილებზე. დროზოფილების ერთ ჯგუფი იყო კიბოს უკრედების მატარებელი, ხოლო მეორე ჯგუფი დამბლოკველი უჯრედების მატარებელი, სტრესს უქმნიდნენ მათთვის არახელსაყრელი, და უსიამოვნო პირობების შექმნი. მკვლევარები ამბობენ რომ ეს იყო ბიოლოგიური სტრესის მაგალითი და არა ფსიქოლოგიურ ემოციური სტრესის, და გამოთქვავენ ვარაუდს რომ მსგავსი მექანიზმი შეიძლებაარსებობდეს ადამიანის შემთხვევასი, თუმცა ამ კვლევის ადამიანებზე გადმოტანა რთულია, მკვლევარები ამბობენ რომ ეს შეიძლება იყოს კარგი სტიმული ახალი კვლევების დასაწყებად. 

ჩემი აზრით, არსებული კვლევები არაა საკმარისი იმისათვის რომ არსებობდეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. გარდა ამისა ორგანიზმის რეაგირება სტრესსე და ასევე სტრესის აღქმა ინდივიდუალურია, გარდა ამისა ინდივიდუალურია სტრესის დაძლევის გზები, რის გამოც შესაძლებელია ზოგიერთ ადამიანითან გავითაარდეს სიმსივნის რისკი ან გაიზარდოს სიმსივნე ხოლო ზოგიერთ ადამიანთან არა.

დასკვნა:

წლების განმავლობაში იკვლევდნენ და აინეტერსებდათ საკითხი იყო თუ არა დაკავშირებული ფსიქოლოგიური სტრესი სიმსივნესთან, მიუხედავად უამრავის კვლევისა რთულია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა კითხვაზე იწვევს თუ არა სტრესი სიმსივნეს. ასევე არაა დადგენილი რა ინტენსიობის სტრესი ხდება ჯანმრთელობისთვის მავნებელი. მკვლევართა გარკვეული ნაწილი თანხმდება იმ აზრზე რომ სტრესი იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, თუმცა, სტრესისა და სიმსივნის კავშირი არაა პირდაპირი და ის გაშუალებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცა ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, მავნე ჩვევები და ა.შ ასევე მკვლევარები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს კიდევ უფრო მეტ და ინნტენსიურ კვლევას და შესწავლას.

 

ავტორი: ნინო დვალიძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

(6.28.2015)

მსგავსი ინფორმაცია