maxresdefault

ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი – პანდემია, შფოთვითი სიმპტომები და რჩევები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

Comments Off 91

ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის პანიკა. პანიკა, ეს ტერმინი, თავისთავად, მედიცინაში გულისხმობს, განგაშის, ძლიერი შფოთვის მდგომარეობას, რომელიც საკმაოდ მძიმე სხეულებრივი შეგრძნებებით ხასიათდება.

ჩვენი მოსახლეობა ამ შფოთვის სიმპტომებს ხშირად კორონა ვირუსთან ასოცირებულ პრობლემებსაც უკავშირებს და ამიტომ შფოთვა კიდევ უფრო მძაფრი ხდება.  მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, რაც კორონა ვირუსით გამოწვეული ფილტვების ინტესტიციური ანთების ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია; გულისცემის გახშირება; ტკივილი გულკმერდის არეში; ოფლიანობა;  თავის ტკივილი, არის, ამავე დროს, ძლიერი შფოთვის, ანუ განგაშის, პანიკური შეტევის ერთ-ერთი სიმპტომოკომპლექსი.
ამ მდგოაროებას ხშირად თან სსდევს ბრაზის, განრისხების აფექტი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა საკარანტინო სიტუაციიის ამოწურვის შემდეგაც ხანგრძლივად რჩება.

საინტერესოა, რომ ბრზის, განრისხების აფექტის დროს, ვექტორი შეიძლება მიმართული იყოს არა კონკრეტული ადამიანისკენ, არამედ, ამორფული რამისკენ, მაგალითად ადამიანებისკენ რომლებმაც მოსაზრება გამოთქვეს რომ  კარანტინი კარგია და ა.შ.

 

მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ პანდემიებისა და ეპიდემიების დროს მწვავდება უკვე არსებული ფსიქიატრიული დარღვევები.

ამ პერიოდში განსაკუთრებით იმატებს და მწვავდება აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის შემთხვევები. ეს ის მდგომარეობებია, რომელსაც თანამედროვე კლასიფიკაციაში ჰქვია “ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა” ანუ ირაციონალური აზრები და მათი განეიტრალებისაკენ მიმართული ქმედებები.

ფაქტობრივად, დღეს, ბევრი გვიკაშვირდება და გვეუბნება, რომ თვითგანწმენდის რიტუალები, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ადრე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზით მკურნალობდნენ  და გარკვეულწილად სტაბილურ მდგრომარეობაში იმყოფებოდნენ, პრაქტიკულად უმართავი გაუხდათ. ისინი საათებს ანდომებენ ამ მოთხოვნების დაცვას და უფრო მეტიც, ამატებენ ისეთ ქმედებებს რაც არ არის დადასტურებულად საჭირო და მოწოდებული კარანტინის პირობებიდან გამომდინარე.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სახელს ვერ უძებნიან საკუთარ მდგომარეობებს. ამას ჩვენ, ფსიქიატრები, ვუწოდებთ შფოთვით მდგომარეობას.

მე ჩამოგითვლით შფოთვის სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მაშინ, როდესაც თქვენ შეხება გაქვთ ძალიან ძლიერი ინტესივობისა და ხანგრძლივობის გარკვეულ მატრამვირებელ გამოცდილებასა ან ნეგატიურ ინფორმაციებთან.

შფოთვითი სიმპტომები შეიძლება იყოს: გაძლიერებული პულსაცია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოხრჩობის, ყელში ბურთვის გაჩხერვის შეგრძნება, ქოშინი, ჰაერის უმკმარისობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, არარეაურობის განცდა, ოფლიანობა, გულის წასვლის შეგრძნება, გაწითლება, ტრემორი-კანკალი, კუნთების დაჭიმულობის შეგრძნება, შარდვის გახშირებაც კი შეიძლება იყოს. ეპიგასტრიულ ანუ კუჭის არეში დისკომფორტის შეგრძნება და ტკივილი.

შეიძლება გამოვლლინდეს სიკვდილის, კონტროლლის დაკარგვის შიში და მთელი რიგი სიმპტომების კომპლექსი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა, ვისთვისაც ეს სიმპტომები პირველი შემთხვევებია,  შეიძლება ჩათვალონ, რომ რაიმე მძიმე ფსიქიატრიული ან ფიზიოლოგიური პროფილის, ფიზიკური დაავადება სჭირთ.

ირგვლივმყოფებმა წაახალისეთ ალტრუიზმი და შეაქეთ ისინი, ვინც წინდახედულობას იჩენს და კარანტინის წესებს ემორჩილება. 

  • მიიღეთ მეტი სწორი ინფორმაცია: ახალ ამბებს გაეცანით დღეში ერთხელ ან ორჯერ. ჩემი გამოცდილებით, უმჯობესია დილის საათებში და დაწოლამდე სულ მცირე 2 საათით ადრე, რის შემდეგაც გირჩევთ შეწყვიტოთ ურთიერთობა საინფორმაციო წყაროებთან.
  • საკმარისი მომარაგება: დარდისა და მარტოობის შემცირება განსაკუთრებით მარტოხელა ადამიანებისთვის და ხანდაზმულებისთვის
  • შექმენით მხარდაჭერის ჯგუფები, იმღერეთ, იცეკვეთ, ივარჯიშეთ და იკითხეთ
  • ყურადღება მიაქციეთ სამედიცინო პერსონალს: ომები მთავრდება, ეპიდემიები მიდის, სამედიცინო პერსონალი კი რჩება… სთხოვეთ მათ სამუშაო დღე სწორად დაგეგმონ (ძილი, ჭამა, სითხის მიღება და შესვენება)
  • უარყოფით მოვლენაში პოზიტივის დანახვა სცადეთ – არა – გარდაიცვალა 38 721, არამედ გამოჯანმრთელდა 169 988 (4,3-ჯერ მეტი)

 არ დაიწყოთ მედიკამენტების, ვიტამინებისა და საკვები დანამატების თვითნებური მიღება! და თუ თქვენთვის ფსიქოლოგიურად „აუცილებელია“ წამლის მიღება, არცევანი  კატაბალახას, პიტნის, მელისას და სხვა მცენარეების ექსტრაქტების შემცველ საშუალებებზე შეაჩერეთ. 

 

უპირატესობა მიანიჭეთ არაფარმაკოლოგიურ ინტერვენციებს. კერძოდ:

  1. მოვაწესრიგოთ კვების რეჟიმი (საუზმე, სადილი, ვახშამი)
  2. მივირთვათ ბევრი ხილი, ბოსტნეული და წყალი
  3. აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (აივანზე სეირნობა, ადგილზე სირბილი, იოგა, აერობიკა)
  4. გამოვიძინოთ! (არა – კვირაში ერთხელ, ან 2-3 დღეში ერთხელ, არამედ – ყოველ ღამე)
  5. მივაგნოთ მეთოდს – როგორ გავხადოთ ჩვენი დღე საინტერესო, რადგან მოწყენილობა, უმოქმედობა არის სტრესი, რაც შფოთვის ყველაზე ხშირი ეტიოლოგიური ფაქტორია.
  6. მოვაწესრიგოთ ურთიერთობები – ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რის გამოც იმსახურებს დადებით დამოკიდებულებას ჩვენი მხრიდან.
  7. შევიყვაროთ საკუთარი თავი, პატივი ვცეთ საკუთარ პიროვნებას,  ვენდოთ საკუთარ შესაძლებლობებს.
  8. დრო სწორად გაანაწილეთ: შექმენით დღის წესრიგი, სადაც აისახება ყველა აქტივობა, რომელსაც დროს დაუთმობთ – იქნება ეს წიგნის კითხვა, ძილი თუ შხაპის მიღება.

    დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და ახალი გამოცდილების ინტეგრაციას ყოველდღიურობაში. გაითვალისწინეთ, რასაც ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი გვირჩევს: „ვერ გამოდიხართ, გაზაფხული უთქვენოდ მიდის და ფანჯრიდან უყურებთ? შიგნით შემოიტანეთ და ყოველდღე დაწერეთ, რას განიცდით და ფიქრობთ. დღიური აწარმოეთ. მასალა დააგროვეთ თემაზე “მე-ს რეფლექსია სენსორული, მოტორული, დეპრივაციის პირობებში“.

________________________________________________________________________
ეს იყო მცირე ამონარიდი ნინო ოკრიბელაშვილის ლექციიდან, რომელიც ჩატარდა 31 მარტს, დისტანციურ, “ონლაინ”რეჟიმში

სრული ჩანაწერის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი ინფორმაცია