GYPA – საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ტრენინგს, თემაზე: „სქესობრივი აღზრდა“

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

მოზარდებისა და ბავშვების სქესობრივი აღზრდის თავისებურებები.

სექსუალური განათლების მნიშვნელობა და საჭიროება;

სექსუალური განათლების შემადგენელი კომპონენტები;

ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება;

ბავშვის/მოზარდის სექსუალიზებული ქცევის მართვა;

როგორ და როდის უნდა ვესაუბროთ ბავშვს/მოზარდს სექსუალური თემატიკის საკითხებზე.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

სექსუალური განათლება, როგორც სექსუალური ძალადობის პრევენციის საშუალება.

სექსუალური განათლების პროცესის დაგეგმვა და წარმართვა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ტრენინგ-ჯგუფის ხელმძღვანელი- ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი, PHD.
ტრენინგს გაუძღვებიან ფსიქოლოგები:

ოლია ქარჩავა – კლინიკური ფსიქოლოგი.
სამუშაო გამოცდილება: ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.

მარიამ შუკაკიძე – კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ-თერაპევტი.
სამუშაო გამოცდილება: ფსიქოლოგ-კონსულტანტი ‘’helping hand’’ და ‘’ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი’’, ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგი/სუპერვიზორი.

მონაწილება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მშობლებს, პედაგოგებს, სტუდენტებს.

ტრენინგი ჩატარდება ორი დღის განმავლობაში, 23 და 25 თებერვალს, დისტანციურად, ZOOM პლატფორმის საშუალებით.

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი.