5jung_1910_l

კარლ გუსტავ იუნგი 1875-1961

Comments Off 2342

author_511692502f2cbკარლ გუსტავ იუნგი (გერმ. Carl Gustav Jung [ˈkarl ˈgʊstaf ˈjʊŋ]; დ. 26 ივლისი, 1875, კესვილი, თურგაუ, შვეიცარია — გ. 6 ივნისი, 1961, კიუსნახტი, ციურიხი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. იუნგმა ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები; არქეტიპები და კოლექტიური არაცნობიერი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა მსგავს დარგებზე.იუნგის ნაშრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზაცია — ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი ადამიანის განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევს.

იუნგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა, როგორც „რელიგიურ ბუნებას“ და მის გამოკვლევებში რელიგიურობას მთავარი ადგილი ეჭირა. იუნგი ასევე ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენელია სიზმრების ანალიზსსა და სიმბოლიზმში.

მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა, ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. იუნგის ინტერესმა ფილოსოფიისა და ოკულტიზმისადმი მას ბევრის თვალში მისტიკოსის სახელი დაუმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა თავი მეცნიერად წარმოეჩინა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, „რელიგიურ ფსიქოანალიზზე“, სპირიტუალიზმზე და ახალი ეპოქის მოძრაობაზე.

ადრეული წლები: კარლ გუსტავ იუნგი დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში, თურგუს კანტონაში (შვეიცარია). ის მეოთხე და ერთადერთი გადარჩენილი ბავშვი იყო პოლ და ემილი იუნგების ოჯახში. იუნგის მამა ღარიბი მღვდელი იყო, ხოლო დედა მდიდარ შევიცარიულ ოჯახს ეკუთნოდა.

როდესაც იუნგი ექვსი თვის იყო, მისი მამა დაინიშნა ლაუფენში ღვთისმსახურად. ამ დროისთვის დაძაბული ურთიერთობები მის მშობლებს შორის იზრდებოდა. ემილი იუნგი იყო ექსცენტრიული და დეპრესიული ქალი, რომელიც თავისი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ საძინებელ ოთახაში ატარებდა განცალკევებით და როგორც თავად ირწმუნებოდა, გარემოცული იყო სულებით, რომლებიც მას ღამით სტუმრობდნენ. დედის ექსცენტრიულობის გამო, იუნგს მამასთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, მისი დედა დღის განმავლობაში ნორმალური იყო, ღამით კი უცნაური და იდუმალი ხდებოდა. იუნგი იხსენებს, რომ ერთ ღამეს, მან იხილა როგორ გამოდიოდა დედის ოთახიდან მკრთალი ნათელი, გაურკვეველი ფიგურა, რომლის თავიც კისრისგან გამოცალკევებული, ჰაერში გამოკიდებულიყო სხეულის წინ.

იუნგის დედამ დატოვა ლაუფენი და რამდენიმე თვით ბაზელის ახლომდებარე საავადმყოფოში მოთავსდა დაუდგენელი ფსიქიკური ავადმოყოფობის გამო. მამამ იუნგი ემილის გაუთხოვარ დასთან მიიყვანა ბაზელში, მაგრამ მოგვიანებით ისევ მამასთან დაბრუნდა. ემილის უგულისყურო დამოკიდებულებამ და მისმა მუდმივმა დეპრესიამ გავლენა იქონია იუნგის შეხედულებებზე ქალებთან დამოკიდებულებაში, მას „თანდაყოლილი უნდობლობა“ ჩამოუყალიბდა მათ მიმართ. შემდგომში იუნგმა თავის ამ შეხედულებას უწოდა „პირველი დაბრკოლება“ და ეს აისახა მის პატრიარქალური შეხედულებებზე. ლაუფენში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ, 1879 წელს იუნგი გადავიდა საცხოვრებლად Kleinhüningen-ში. ოჯახთან ახლო ურთიერთობამ შეუმსუბუქა ემილის მელანქოლიური და დეპრესიული განწყობა.

იუნგი მარტოსული და ინტროვერტი ბავშვი იყო, რომელიც თავისი დედის მსგავსად ირწმუნებოდა, რომ ორი პიროვნულობა ჰქონდა- ერთი, თანამედროვე შვეიცარიელი მოქალაქე. მეორე კი, უფრო მეცხრამეტე საუკუნის პიროვნებას ესადაგებოდა. „პიროვნება ნომერი ერთი“, როგორც ის თავად მოიხსენიებდა, იყო ტიპიური სკოლის მოსწავლე, რომელიც აწმყოში ცხოვრობდა. „პიროვნება ნომერი ორი“ ღირესული, ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანი იყო წარსულიდან.

ბავშვობის ბევრმა მოგონებამ წარუშლელი შთაბეჭდილელები მოახდინა მასზე. პატარობისას, იუნგმა გამოძერწა ხის მანეკენი და შეინახა სხვენზე. პერიოდულად, ის ბრუნდებოდა მანეკენთან პაწაწინა ქაღალდების ფურცლებით, რომელზეც გზავნილებს წერდა საიდუმლო ენაზე. მოგვიანებით იუნგმა თქვა, რომ ეს ცერემონია მას სულიერი სიმშვიდისა და უსაფრთხოების გრძნობას ანიჭებდა. წლების შემდეგ, მან აღმოაჩინა მისი პირადი გამოცდილების მსგავსება ავსტრალიაში არესბულ ტოტემებთან და დაასკვნა, რომ მისი მიერ განხორციელებული ცერემონიალი იყო არაცნობიერისეული რიტუალი, ანალოგი იმისა, რაც შორეულ ადგილებში იგივე სახით ხდებოდა, თუმცა იმ დროს პატარა იუნგისვის ეს სრულიად გაუცნობიერებელი აქტი იყო. მისმა გამოცდილებამ ნაწილობრივ მოახდინა გავლენა მის ფსიქოლოგიურ აღმოჩენებზე (ფსიქოლოგიური არექტიპებსა და კოლექტიური არაცნობიერზე).

ოცი წლის ასაკში, ცოტა ხნით ადრე სანამ სასწავლო წელი დასრულდებოდა გიმნაზიაში, ერთმა ბიჭმა ის მიწაზე დააგდო ძლიერი დარტყმით, იუნგი მაშინვე გაითიშა ( შემდგომში იუნგმა გაანალიზა, რომ ეს ინციდენტი ირიბად მის მიერ პროვოცირებული იყო). მაშინ მან გაიფიქრა: „შენ არასდროს არ უნდა დაბრუნდე სკოლაში“: მას შემდგეგ, როგორც კი საშინაო დავალების გაკეთებას დაიწყებდა ან სკოლაში მიდიოდა, გონებას კარგავდა. ის ექვსი თვის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა, მანამდე სანამ ყური არ მოკრა მამის საუბარს სტუმართან. მამა ღელავდა შვილის მომავალზე და ეჭვობდნენ, რომ მას ეპილეფსია ჰქონდა. იუნგმა გააცნობიერა არსებული რეალობა, მისი ოჯახის სიდუხჭირე და აუცილებლობა იმისა, რომ სწავლა გაეგრძელებინა. იუნგი მაშინვე შეუდგა ლათინური გრამატიკის გულმოდგინედ შესწავლას. მან სამჯერ დაკარგა გონება, მაგრამ მტკიცე ნებისყოფა გამოავლინა და გადალახა ეს ბარიერი. მოგვიანებით იუნგმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თქვა: „მაშინ გავიგე, რა იყო ნერვოზი“.

5jung_1910_lსწავლის წლები: 

იუნგი არ აპირებდა ფსიქიატრიის შესწავლას, რადგან იმ დროს ეს პრესტიჟულ პროფესიად არ ითვლებოდა. თუმცა, ფსიქიატრული ტექსტების შესწავლის შემდგომ, როდესაც აღმოაჩინა, რომ ფსიქოზები წარმოადგენს ინდივიდუალური დაავადებას, ძალიან დაინტერესდა ამ სფეროთი. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც იუნგის ინტერესთა სრული თანხვედრა მოხდა, ბიოლოგიური და სულიერი სფეროების გაერთიანება და მათი კვლევა იყო ის, რაც მისი მოწოდება იყო.

1895 წელს იუნგი ბაზელის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა. 1900 წელს მუშაობა დაიწყო ციურიხში ბუგჰოლცლის ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელსაც ცნობილი ფსიქიატრი ე. ბლეილერი ხელმძღვანელობდა. 1902 წელს იუნგმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ოკულტური ფენომენების ფსიქოლოგია და პათოლოგია“. 1906 წელს იუნგმა გამოაქვეყნდა თავისი ნაშრომი Studies in Word Association და მოგვიანებით წიგნის ეგზემპლარი გაუგზავნა ზიგმუნდ ფროიდს. აქედან დაიწყო ექვს წლიანი მეგობრული ურთიერთობა მათ შორის. 1912 წელს იუნგმა გამოქვეყნა „არაცნობიერის ფსიქოლოგია“, რამაც იუნგისა და ფროიდის იდეათა გახლეჩა გამოიწვია. საბოლოოდ, მათი ურთიერთობები ჩიხში შევიდა, არც ერთი არ აღიარებდა საკუთარ შესაძლო შეცდომებს. ფროიდთან დაშორების შემდგე, იუნგმა განიცადა რთული და ძირეული ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რაც გამოწვეული იყო პირველი მსოფლიო ომით. Henri Ellenberger-მა იუნგის გამოცდილება „შემოქმედებითი ავადმყოფობა უწოდა“ და შეადარა ის ფროიდის პერიოდს, რომელსაც ის ნევრასტენიას და ისტერიას უწოდებდა.

სამხედრო კარიერა:
პირველი მსოფლიო ომის დროს, იუნგი არჩეულ იქნა სამხედრო ექიმად და მეთაურობდა ბრიტანული ოფიცრებისა და სამხედროების ბანაკს. იუნგი ეხმარებოდა სამხედროებს და ცდილობდა, მათი პირობების გაუმჯობესებას. ის აგულიანებდა მათ, უნივერსიტეტის კურსებს დასწრებოდნენ.

ქორწინება:
1903 წელს იუნგი დაქორწინდა ემა რაუშენბახზე, რომელიც მდიდარ შევიცარიულ ოჯახს ეკუთნოდა. მათ ხუთი შვილი ეყოლათ, ოთხი გოგო და ერთი ვაჟი. ქორწინებამ ევას გარდაცვალებამდე გასტანა (1955), მაგრამ იუნგს სხვა ქალებთანაც ჰქონდა ურთიერთობები. მისი არაკანონიერი ურთიერთობებიდან პაციენტებსა და მეგობრებს შორის, ყველაზე ცნობილია რომანი საბინა შპილრეინთან და ტონი ვოლფთან.

 

1912 წელს იუნგმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „არაცნობიერის ფსიქოლოგია“, რამაც ფროიდთან განხეთქილება გამოიწვია. მათ მიმოწერებში ნათლად იკვეთებოდა, რომ ფროიდი არ ეთანხმებოდა იუნგის წამოყენებულ იდეებს. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში (Memories, Dreams, Reflections) ფროიდის ამ დამოკიდებულებას იუნგი „ხმამაღლა გაჟღერებულ საყვედურს“ უწოდებს. იგი ყველამ მიატოვა მისი ორი კოლეგის გარდა. იუნგი თავის წიგნს შემდეგნაირად ახასიათებს: „… ნაწილობრივ წარმატებული მცდელობა, რათა შეიქმნას უფრო ფართო სივრცე სამედიცინო ფსიქოლოგიისთვის და ადამიანის მთლანი ფსიქიკის ფენომენი ხედვის არეში მოექცეს“ (წიგნი მოგვიანებით შესწორდა და 1922 წელს „სიმბოლოების ტრანსფორმაციის“ სახელით გამოიცა).

 

1913 წელს, ოცდათვრამეტი წლის იუნგმა გამოსცადა საშინელი „შეტაკება არაცნობიერთან“. მას ჰქონდა ჰალუცინაციები და ესმოდა ხმები. იუნგი ფიქრობდა, რომ ფსიქოზი ან შიზოფრენია ჰქონდა. მან ჩათვალა, რომ ეს ღირებული გამოცდილება იქნებოდა მისთვის და ახდენდა ჰალუცინაციების სტიმულირებას, მისივე ტერმინოლოგიით, იყენებდა „აქტიურ წარმოსახვას“. ის იწერდა ყველაფერს, რასაც გრძნობდა, პატარა ჟურნალში. შემდგომში იუნგმა დაიწყო მისი შენიშვნების გადაწერა დიდ წითელტყავიან წიგნში, რომელზეც თექვსმეტი წლის მანძლიზე პერიოდულად მუშაობდა.

იუნგს არანაირი მინიშნება არ დაუტოვებია იმის შესახებ, თუ რეალურად რას უწოდებდა ის „წითელ წიგნს“. 1984 წელს იუნგის ოჯახმა წიგნი ბანკის სეიფში შეინახა. Sonu Shamdasani, ისტორიკოსი ლონდონიდან, სამი წლის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა იუნგის მემკვიდრენი, რომ წიგნი გამოექვეყნებინათ, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდნენ. თუმცა, იუნგის შვილიშვილმა, რომელიც განაგებდა ფსიქოლოგის არქივს, მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა და 2009 წელს წიგნი მცირე ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

2007 წელს წიგნის 10,200 ეგზემპლარი დასკანერდა და 2009 წლის 7 ოქტომბერს გერმანიაში გამოიცა გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსისთვის.

რუბინის ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკში მოაწყვეს იუნგის ორიგინალი ხელნაწერების( „წითელი წიგნის“ და პატარა ჟურნალების) გამოფენა. მკვლევარების აზრით, იუნგმა „ამ წიგნზე მუშაობის დროს განავითარა არქეტიპების თეორიები, კოლექტიური არაცნობიერი და ინდივიდუალიზაციის პროცესი“. გვერდების ორი მესამედი ნაწილი კი იუნგის ილუმინაციებს შეიცავს.

 

იუნგი სიცოცხლის ბოლომდე აქვეყნებდა წიგნებს. მათ შორის „მფრინავ თეფშებზე“, თანამედროვე მითი ცაში მფრინავი ობიექტების შესახებbook_51c168fed45a7 (1959), სადაც ის აანალიზებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არქეტიპუნლ მნიშვნელობებს და შესაძლო ფსიქოლოგიურ დატვირთვას. იუნგი მეგობრობდა ინგლისელ რომაელ კათოლიკე მღვდელთან, მამა ვიქტორ ვაითთან, წიგნის „პასუხი იობს“ გამოქვეყნების შემდგომ.

იუნგმა დააარსა ფსიქოთერაპიის ახალი სკოლა, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია ეწოდება.

მისი თეორიები მოიცავს: ინტროვერტისა და ექსტრავერტის ცნებას; კომპლექსის ცნებას; კოლექტიური არაცნობიერის ცნებას, რომელიც მოიცავს არქეტიპებს; სინქრონულობას, როგორც ურთიერთობის ფორმას, რომელიც არ არის კაუზალური.

იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივლისს, შვეიცარიაში, კიუსნახტის კომუნაში.

 

მსგავსი ინფორმაცია