freud

ზიგმუნდ ფროიდი 1856-1939

Comments Off 1513

Sigmund Freud    ზიგმუნდ ფროიდი (გერმ. Sigmund Freud, გერ.: [ˈziːkmʊnt ˈfʁɔʏt]; სრული სახელი გერმ. Sigismund Schlomo Freud; დაიბადა 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი; გარდაიცვალა 1939 წლის, 23 სექტემბერს, ლონდონში) — ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს სახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მსგავსი ინფორმაცია