gray

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2014

Comments Off 285

2konf

საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია ატარებს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციას.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს და თემის არჩევანი შეუზღუდავია, მთავარია თემატიკა ეხებოდეს ფსიქოლოგიის სფეროს.

მეორე ეტაპზე გასული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობის დამატასტურებელ ორ ენოვან სერთიფიკატს.

კონფერენცია ჩატარდება 20 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პრეზენტატორებს შეაფასებენ მოწვეული პროფესორები.
ასევე გამოვლინდება სამი საუკეთესო თემის ავტორი, რომელიც მიიღებს შესაბამისი დონის სერთიფიკატს.

დეტალები იხილეთ   სრულად >>

 

პირველი ეტაპი: აბსტრაქტების მიღება.

დედლაინი: 1 დეკემბერი, 2014 წელი.

მეორე ეტაპი: შერჩეული აბსტრაქტების ავტორების მიერ ნაშრომების სრული სახით გამოგზავნა.

დედლაინი: 12დეკემბერი, 2014 წელი.

აბსტრაქტის ტექნიკური მახასიათებლები:
მოცულობა – 1-2 გვერდი, შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 12, ხაზებს შორის დაშორება – 1.15. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაცია:
• ერთი თემის მომზადება შეუძლია მაქსიმუმ 2 სტუდენტს;
• თემის მოცულობა უნდა იყოს საშუალოდ 5–7 გვერდი;
• მოხსენების წარდგენის რეგლამენტია 10 წუთი, კითხვა პასუხის რეჟიმი 3 წუთი (მოხსენების წარდგენის დრო იგივე რჩება ორი მომხსენებლის შემთხვევაშიც);
• შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 12;
• სტრიქონებს შორის დაშორება – 1.15;
• ნაშრომის სტილი – APA ან Chicago.

ნაშრომის შერჩევის კრიტერიუმები:

1. თემის შინაარსი (რამდენად შეესაბამება კონფერენციის შინაარსს – თემა ეხება ფსიქოლოგიას);
2. ნაშრომის სტრუქტურა და ლოგიკურობა;
3. ნაშრომის აქტუალობა და პრობლემის ახლებური გაანალიზება;
4. არგუმენტირებული მსჯელობა;
5. საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება.

ნაშრომები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ–ფოსტაზე: info@gypa.ge ველში მიუთითეთ „კონფერენცია 2014“.
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება!

კონფერენციის მეორე ეტაპზე გასულ ყველა მონაწილესა და სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
(+995) 577 26 21 30 – გაგა გვენეტაძე
ან მოგვწერეთ მეილზე : info@gypa.ge

მსგავსი ინფორმაცია