10

ოჯახში ძალადობა – ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები

Comments Off 1208

“საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია” ; “სამოქალაქო ვექტორი” და “ევროპული ალიანსი საქართველო” გიწვევთ სამ დღიან ტრენინგზე “ოჯახში ძალადობა – ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები”.

ტრენინგზე განხიხული იქნება :

ფსიქოლოგიური ასპექტები

● რა მოიაზრება ძალადობაში?
● ძალადობის ტიპები და სახეები
● ვისი ბრალია ძალადობა ?
● მესამე პირი როგორც ძალადობის
მაპროვოცირებელი
● მსხვერპლი როგორც ძალადობის მიზეზი
● სოციალური პრობლემები როგორც
ძალადობის მიზეზი
● ომის გამოცდილება როგორც ძალადობის
მაპროვოცირებელი
● არასწორი აღზრდა როგორც ძალადობის
მიზეზი
● უსიყვარულობა, სიძულვილი,
ურთიერთგაუგებრობა
● სიმთვრალე, ნარკოტიკი, ეჭვიანობა

იურიდიული ასპექტები

● ძალადობის ასპექტები
● მოძალადის ტიპები
● მოძალადედ ჩამოყალიბების გამომწვევი
მიზეზები
● ვიქტიმოლოგია
● ოჯახში ძალადობა
● ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები
● ბავშვის უფლებები

ტრენინგი ჩატარდება 19, 20 და 21 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 302 აუდიტორიაში 5 საათზე. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი.

მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი!

ტრენინგი უფასოა!
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ მოკლე სააპლიკაციო ფორმა :

https://docs.google.com/forms/d/1sFwVYgvMW_v-arzkRRpR71mCF6RB3-cggHf5Qn6v7M4/viewform

ტრენინგს გაუძღვებიან აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები:
ფსიქოლოგიური ასპექტები: გაგა გვენეტაძე, ადა ბესელია
სამართლებრივი ასპექტები: ხატია რეხვიაშვილი, სანდრო ქორბუდიანი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
(+995) 598 38 90 37 – გაგა
(+995) 599 60 45 30 – ხატია
ან მოგვწერეთ მეილზე : info@gypa.ge

მსგავსი ინფორმაცია