Intro_1_ADHD-Stats copy

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და მისი ამხსნელი მოდელები.

Comments Off 2213

01/02/2015


 

ADHDSS-Postდღესდღეობით, თანამედროვე სკოლების ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ყურადღების დეფიციტისა და კლასებში დისციპლინის დამყარების საკითხი. ეს პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, ამ საკითხს მრავალი კვლევა მიეძღვნა. რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემა წარსულშიც არსებობდა, მაგრამ რეფორმებმა განათლების სფეროში და დირექტიული სწავლის ტიპის შეცვლამ კონსტრუქტივისტული მოდელით წინ წამოწია ეს პრობლემა. თუმცა, ამ საკითხის აქტუალიზაცია შეიძლება განპირობებული იყოს არა მხოლოდ რეფორმებით, არამედ თანდაყოლილი ან სოციალიზაციის პროცესში დასწავლილი მახასიათებლებით.

აღნიშნული პრობლემის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის შეიძლება იყოს წინაპირობა უფრო მძიმე ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობებისა, რომლებიც შეიძლება გაყვეს ადამიანს მოზრდილობაშიც და გამოიწვიოს დარღვევები ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებაში. სწორედ ამიტომ, საჭიროა სკოლის პერიოდშივე მოხდეს ამ პრობლემის დიაგნოსტირება და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება, შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობაც. ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მასწავლებლების, მშობლებისა და ზოგადად საზოგადოების ინფორმირებულობა.

 

რა არის ADHD ?

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას. ეს სიმპტომები მოიცავს:

w ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);

w იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)

w ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ჭარბი მოძრაობები). მას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

არ არის აუცილებელი ჩამოთვლილ სიმპთომთაგან ყველა იყოს მოცემული. შესაძლოა,გვქონდეს მხოლოდ პირველი სიმპტომი. აქედან გამომდინარე, სინდრომში ერთიანდება ინდივიდებს 2 ჯგუფი: 1) ყურადღების დეფიციტით (ჰიპერაქტივობის გარეშე).  2) ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით. მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებები. პირველ ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები არიან უფრო აპათიურები, მეოცნებეები, ინერტულები, მოდუნებულები, ზანტები, მორცხვები. აქვთ პრობლემები სწავლაში. მეორე ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები არიან იმპულსურები, ძალიან აქტიურები, მოუსვენრები, ხშირად აგრესიულად იქცევიან, ხშირია ქცევის პრობლემები. მეტი შანსია, რომ ასეთმა ბავშვებმა განახორციელონ ანტისოციალური ქცევები.

ADHDსიმპტომები, ძირითადად, ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ასეთი ბავშვების ნახევარს უკვე 3 წლის ასაკიდან ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების ათვისება, მამგრამ, უმეტესად, მშობლები ამყველაფერს ბავშვის სკოლაში წასვლამდე ვერ ამჩნევენ, რადგან პრობლემები სწორედ ამ დროს მძაფრდება. ამ სინდრომის დადგენისთვის ოპტიმალური პერიოდია 7 წლამდე ასაკი.

ADHD – ის დამახასიათებელი ნიშნები:

ყურადღების დეფიციტი:

w გონებაგაფანტულია, ავიწყდება დეტალები, საგნები, გარკვეული მოქმედებები, ხშირად გადაერთვება ერთი აქტივობიდან მეორეზე;

w უჭირს ყურადღების კონცენტრირება;

w მათთვის უინტერესო დავალებები რამდენიმე წუთში წყინდებათ;

w აქვთ პრობლემები ორგანიზებულობაში, უჭირთ მოცემული დავალების დასრულება ან ახლის სწავლა;

w როცა ელაპარაკებიან არ უსმენენ;

w არიან მეოცნებენი, ადვილად იბნევიან და ნელა მოძრაობენ;

w ძნელად ამუსავებენ ინფორმაციას სწრაფად და ზუსტად;

w უჭირთ მიყვნენ ინსტრუქციას;

 

ჰიპერაქტივობა:

w უჭირთ ერთ ადგილზე ჯდომა;

w დაუსრუებლად საუბრობენ;

w დარბიან იქით-აქეთ და ყველაფერს ხელს კიდებენ;

w არიან მუდმივად მოძრაობაში;

w უჭირთ მშვიდი მოქმედებებისა და დავალებების განხორციელება;

იმპულსურობა:

w არიან მოუთმენლები;

w ისვრიან შეუსაბამო რეპლიკებს, ამჟღავნებენ არაადექვატურ ემოციებს, მოქმედებისას არ ფიქრობენ შედეგებზე;

w უჭირთ დაელოდონ საკუთარ რიგს;

w ხშირად სხვებს აწყვეტინებენ  საუბარსა და მოქმედებებს.

მშობლებსა და მასწავლებლებს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვების პრობლემები, რადგან ისინი წყნარად სხედან და ტოვებენ შტაბეჭდილებას, რომ თითქოს მეცადინეობენ. სინამდვილეში,  ისინი შესაძლოა იყვენენ გაფანტულები და არ ფიქრობდნენ თავიანთ დავალებაზე.

ADHD სინდრომის ბავშვები არიან მგრძნობიარენი წარუმატებლობის მიმართ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში- სწავლასა და ურთიერთობებში. ყურადსაღებია ისიც, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდება ბავშვი.

თავად ამ სინდრომს აქვს განსხვავებული სირთულის ხარისხები. განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:

w სუსტი – სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული, არ არის, ან მინიმალურია სასკოლო დქა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩამორჩენა;

w საშუალო – გამოხატულია საშუალო სიმძიმის სიმპტომები;

w მძიმე – ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა ვლინდება სხვა სიმპტომებიც. ამ შემთხვევში მნიშვნელოვანია საშინაო, სასკოლო საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში ჩამორჩენა.

 

 

 

ADHD – ის კლინიკური ნიშნები:

შემეცნებით სფეროში გვაქვს: ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია; ყურადღების ადვილად გადატანა; ქცევის შედეგების წინასწარ განსაზღვრის უუნარობა; სწავლის პრობლემები და დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში.

აფექტურ სფეროში:  იმპულსების გაკონტროლების სირთულე; დაქვეითებული გუნება-განწყობა; დაბალი თვითშეფასება;  სწრაფი აგზნებადობა; ფრუსტრაციია

ქცევით სფეროში გვაქვს: აქტივობის მაღალი ხარისხი; შეფერხება მოტორულ განვითარებაში; ცუდი კოორდინაცია; საშიში ქმედებების განხორციელებისკენ მიდრეკილება.

ინტერპერსონალური შეგუების დროს: აგრესიული და ანტისოციალური ქმედებები, პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში (მასწავლებლები, მშობლები, თანაკლასელები )

ფიზიკური მდგომარეობა:  მოუმწიფებელი ძვლოვანი ქსოვილი; შეფერხება  ფიზიკურ  განვითარებაში.

ADHD – ის დროს მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოზი (განვასხვავოთ ერთმანეთისგან) გატარდეს შემდეგ მდგომარეობებთან:

w შფოთვითი აშლილობა

w შფოთვითი აშლილობა გამოწვეული ბავშვობის ასაკში დაშორების შიშისგან

w გონებრივი ჩამორჩენა

w სენსორული ინტეგრაციის დარღვევა

w მედიკამენტოზური ზემოქმედების სიმპტომატიკა

ADHD-ის კომორბიდული (მასთან ერთად შეიძლება თანაარსებობდეს)  მდგომარეობებია : დეპრესია, მეტყველების დარღვევები, ქცევითი Intro_1_ADHD-Stats copyდარღვევები, დასწავლის უნარის დარღვევა.

ADHD-ის გამომწვევი მიზეზები:

გენები- დღესდღეობით, მეცნიერები ეძებენ გენებს, რომლებიც უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებენ ადამიანს განუვითარდეთ ამ ტიპის დარღვევები. ამავდროულად, ეძებენ გენებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება. კვლევებით დადგინდა (NIMH ) , რომ ADHD-ის მქონე ბავშვების თავის ტვინის იმ წილის ქსოვილი, რომელიც ყურადღებასთანაა დაკავშირებული, არის უფრო თხელი, ვიდრე სხვა ბავშვებში. მაგრამ განსხვავება არ არის პერმანენტული, რადგან, როცა  ბავშვი იზრდება, ეს ქსოვილიც ნორმალური სისქის ხდება. შედეგად,  ADHD-ის სიმპტომები უმჯობესდება.

გარემო ფაქტორები – კვლევები გვთავაზობენ კავშირს  ორსულობის დროს მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლი თამბაქო )  მოხმარებას და ADHD-ს შორის. ასევე, ძალიან საშიში აღმოჩნდა ტყვიის შემცველ ნივთებთან ხანგრძლივი ექსპოზიცია. ამ ტყვიას შეიძლება ის საღებავიც შეიცავდეს, რომლითაც შეღებილია სახლში კედლები. ამ შემთხვევაში ADHD-ის მაღალი რისკი არსებობს.

ტვინის დაზიანებები – ბავშვებს, რომელთაც აქვთ მიღებული თავის ტვინის ტრავმა, არის შანსი, რომ მათ ADHD განუვითარდეთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ADHD -ის მქონე ბავშვების  საკმაოდ მცირე  პროცენტს აღენიშნება ტვინის დაზიანება.

საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები და სოციალური უნარები

ემოციური პრობლემები

დამოკიდებულებები ოჯახში

არსებობს ADHD-სთან დაკავშირებული ბიოლოგიური, ინტრაფსიქიკური და ფსიქოსოციალურ-ეტიოლოგიური თეორიები:

ბიოლოგიური თეორიები

გენეტიკური ჰიპოთეზა – შეისწავლე ADHD-ის გავრცელების სიხშირე მონიზიგოტურ და დიზიგოტურ ტყუპებში და ნაშვილებ ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ მონოზიგოტურ ტყუპებს ADHD-ის შემთხვევაში მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო დიზიგოტურ ტყუპებს განსხვავებული. ასევე, ADHD უფრო ხშირია მკვიდრ და-ძმაში, ვიდრე ნახევარ და-ძმას შორის. აღმოჩნდა, რომ ჰიპერაქტიური ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებში ხშირია ფსიქიური აშლილობა,, ნერვოზი, ალკოჰოლიზმი, სუიციდის შემთხვევები.

ორგანული დეფიციტის თეორია – გულისხმობს ADHD-ის სიმპტომების განხილვას ნეიროანატომიური, ნეიროქიმიური და ნეიროფიზიოლოგიური კუთხით. ნეიროანატომიური მიზეზების დადეგენა გულისხმობს თავის ტვინის იმ უბნების გამოკვლევას, რომლებიც უზრუნველყოფს ყურადღებასა და სტიმულზე მოტორულ რეააგირება. სხვადასხვა მოსაზრებით ADHD-ის მქონე პირებს აქვთ: 1. დარღვეული შუა ტვინის სტრუქტურების  (თალამუსი, ჰიპოთალამუსი) ფუნქციობა. 2. აღენიშნებათ რეტიკულური ფორმაციისა და ლიმბური სტრუქტურების ფუნქციონირების დაბალი დონე. 3. აღენიშნებათ შუბლის წილების არასაკმარისი ფუნქციონირება.

ნეიროტრანსმიტერული რეგულაციის თეორია – ნეიროქომიური ფაქტორების კვლევა, რაც გულისხმობს ყურადღების პროცესში ჩართული  ნერვული ტრანსმიტერების ფუნქციონირების შესწავლას.  ჰიპერაქტიურ ბავშვებში აღმოჩენილია სეროტონინის დაბალი  დონე.  ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის ფუნქციონალური სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს ყურადღების რეგულაციას, შერჩევითობას, რომლებიც, თავის მხრივ, მოტორული მზაობისა და კონტროლის სისტემებთან არის დაკავშირებული.

ქვეაგზნების ჰიპოთეზა – ამ თეორიის მიხედვის ADHD-ის სინდრომი დაკავშირებულია სტიმულის შენარჩუნებისა და აქტივობის დონის ორგანიზებისთვის საჭირო არასაკმარის აგზნებასთან. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სასიგნალო სტიმულზე რეაგირების დაქვეითების შემთხვევა ასევე გვხვდება დასწავლის დასწავლის პრობლემების და ქცევითი აშლილობებისმქონე ბავშვებთანაც.

ალერგიის ჰიპოთეზა – ამ თეორიის მიხედვით ADHD-ის გამომწვევი მიზეზი კვება და მისი თავისებურებებია. კერძოდ, ხელოვნური დანამატები. თუ ეს მართლაც ასეა და ეს ჰიპოთეზა დადასტურდება, მაშინ შესაძლებელია ADHD-ის თავიდან აცილება კვების რაციონის მოწესრიგებისა და რეგლირების გზით.

ინტრაფსიქიკური თეორიები

უყურადღებობის ჰიპოთეზის მიხედვით, ADHD-ის სინდრომი გამოწვეულია ყურადღების ერთ ობიექტზე, მოქმედებაზე შენარჩუნების უუნარობა. ყურადღების კონცენტრაციის სირთულის გამო, ბავშვი იძულებულია ხშირად შეცვლოს ყურადღების ფოკუსი ეს კი იმპულსურ ქცევასა და ჰიპერაქტივობას განაპირობებს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ADHD-ს მექანიზმს წარმოადგენს ყურადღების სელექციურობის პრობლემა. სწორედ ყურადღების სელექციურად წარმათვის საშუალებით ხდება ირელევანტური ინფორმაციის უკუგდება, ხოლო ADHD-ის შემთხვევაში ეს მექანიზმი არ მუშაობს.

ჰიპერაქტივობის ჰიპოთეზა – ADHD-ს განაპირობებს მოტორული აქტივობის შეკავების უნარის დეფიციტი.  ეს კი იწვევას უყურადღებობასა და ჰიპეაქტივობას.

იმპულსურობის თეორის მიხედვით, ADHD-ის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს სპეციფიკური სტიმულებისადმი კოგნიტური და ქცევითი რეაგირების ცენტრალურ დონეზე შეკავების უუნარობა ან უნარის დეფიციტი. ასეთი ბავშვების სირთულეს სწავლის პროცესში განაპირობებს ის ფაქტი, რომ უჭირთ მოქმედების დაგეგმვა, მიმდინარე მოქმედებების შეფასება და ბოლოს კონტროლი.

ფსიქოსოციალური თეორიები

სისტემების თეორია- ჩვენ ვიცით, რომ ადამიანზე გავლენას ახდენს ის გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს და ურთიერთობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის გავლენები, რომლების მომდინარეობს გარემოდან. ამ თეოორის მიხედვით, ოჯახს და უფრო ფართო სოციალურ ინსტიტუტებსაც ძალიან დიდი როლი ეკისრებათ. ოჯახური პრობლემები დიდ დაღს ასვამს ბავშვს, განსაკუთრებით განვითარების ადრეულ ეტაპებზე. მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები (დეპრესია, შფოთვა, ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი), არაჟანსაღი ურთიერთობების ცოლ-ქმარს შორის, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, თანატოლებთან ურთიერთობა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან საყურადღებო ფაქტორებია. თუმცა, ამ თეორიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ფატორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ბავშვზე და განაპირობონ ქცევითი დარღვევები, მაგრამ ვერ გახდებიან ADHD-ის სინდრომის ტრიგერები.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ADHD_ის შემთხვევაში?

ამ სინდრომის ძირითადი პრობლემებია ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა. მათთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში – პრველ–მეორე კლასში ADHD–ის მქონე ბავშვები არ განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისგან. მე–3 კლასიდან კი უკვე თავს იჩენეს პრობლემები სწავლასა და ემოციურ განვითარებაში. ისინი პატარებთან შედარებით უფრო ემოციურები, აგრესიულები არიან და უჭირთ კომუნიკაცია. ასევე, ყურადსაღებია, რომ აგრესიულ ADHD–ის მქონე ბავშვებს უფრო უჭირთ კითხვის სწავლა, ვიდრე უბრალოდ აგრესიულ ან მხოლოდ ADHD–ის მქონე ბავშვებს.

პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში

დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობა

მშობლებთან ნეგატიური დამოკიდებულება

მასწავლებლებთან ნეგატიური დამოკიდებულება

აგრესიულობა და ქცევის პრობლემები – ADHD–ის მქონე ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ხშირად მარტოდ და გარიყულად გრძნობენ თავს, არიან არაპოპულარულები. არ არიან დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და თითქმის დაკარგული აქვთ თვითპატივისცემა. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემები მძაფრდება. აგრესიული და ასოციალური ქცევა, როგორიცაა ქურდობა, ტყუილი, ჩხუბი, ADHD–ის მქონე ბავშვების 70%ს ახასიათებს. არ არის გასაკვირი, რომ მსგავსი ბავშვების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდება როგორც სკოლაში, ასევე სახლშიც და ხშიღად ერთადერთი გამოსავალი ქცევის პრობლემების მოსაგვარებლად ADHD–ისგან განკურნებაა.

ცხოვრება ADHD–თან ერთად: ხერხები, რათა დავეხმაროთ ბავშვებს დარჩნენ ორგანიზებულები და მისდიონ ინსტრუქციებს:

განრიგი – ერთი და იმავე საქმიანობების შესრულება და გრაფიკის დაცვა გაღვიძებიდან დაძინებამდე. ეს უნდა მოიცავდეს დროს საშინაო დავალებისთვის, სახლის გარეთ თამაშისთვის და სახლის აქტივობებისთვის. ეს განრიგი უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, მიკრული მაცივარზე სამზარეულოში ან დაფაზე. შესაძლებელია განრიგში ცვლილებების შეტანაც საჭიროების შემთხვევაში.

ყოველდღიური ნივთების ორგანიზება – ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ადგილი თავიანთი ნივთებისთვის და ყველაფერს ინახავდნენ თავის ადგილას. ეს ნივთები შეიძლება იყოს ტანსაცმელი, სათამაშოები, ზურგჩანთები და ა.შ.

საშინაო და საწერი მასალის ორგანიზება – ბავშვებმა ორგანიზებულად უნდა გამოიყენონ სასკოლო მასალა და საწერი საშუალებები. მშობლემა უნდა ასწავლონ შვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩანიშვნების გაკეთება და საჭირო წიგნების სახლში მოტანა.

იყავი ნათელი და კონსისტენტური – ბავშვებს ADHD–ით სჭირდებათ კონსისტენტური წესები, რომლებსაც ისინი გაიგებენ და დაიცავენ.

შეაქეთ ან დააჯილდოვეთ, როდესაც წესები დაცულია – ADHD–ის მქონე ბავშვები ხშირად იღებენ და ელიან კიდეც კრიტიკას სხვებისგან. შეეცადეთ, დაინახოთ კარგი ქცევა მათსი და შეაქოთ ამის გამო.

ზოგიერთ ADHD–ის მქონე ბავშვს აქვს ეს დარღვევა მოზრდილობაშიც. თუმცა ბევრი მოზრდილი ვერც კი აცნობიერებს ამას და მათ არ იციან ამ დარღვევის არსებობის შესახებ. ისინი შეიძლება გრძნობდნენ, რომ შეუძლებელია იყვნენ ორგანიზებულები, კონცენტრირება მოახდინონ სამუშაოზე, დაიმახსოვრონ შეხვედრების განრიგი. ADHD–ის მქონე მოზრდილებისთვის განსაკუთრებით გამომწვევი და რთული შეიძლება იყოს ყოველდღიური დავალებები, როგორიცაა დილით ადრე ადგომა, სამსახურში წასვლამდე სახლის მოწესრიგებულად დატოვება, სამსახურში დროულად მისვლა და სამუშაოს მაქსიმალურად პროდუქტულად შესრულება.

ასეთ მოზრდილებს ისტორიაში შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული „ჩავარდნები“ სკოლაში, პრობლემები სამსახურში, რთული ან წარუმატებელი ურთიერთობები. ასევე, შესაძლოა ჰქონდეთ მრავალჯერადი გამოცდილება საგზაო შემთხვევისა. მსგავსად თინეიჯერებისა, ADHD–ის მქონე მოზრდილები შეიძლება იყვნენ მოუსვენარნი და ცდილობდნენ გააკეთონ რამდენიმე საქმე ერთად, ძირითადად წარუმატებლად. ასევე, მათ ურჩევნიათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნაცვლად იმისა, რომ გათვალონ ყოველი ნაბიჯი დიდი წარმატების მისაღწევად.

ADHD–ის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია ფიზიკური გარემოს მოწყობა და ქცევის მართვა.

ფიზიკური გარემოს მოწყობაში იგულისხმება:

  1. სასურველია დახურული ტიპის საკლასო ოთახები, რადგან ღია ტიპის საკლასო ოთახებში უამრავი სმენითი და მხედველობითი ხელისშემშლელი სტიმულია;
  2. უმჯობესია, რომ ბავშვები ისხდნენ პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს, კარებისა და ფანჯრებისგან მოშორებით;
  3. მხედველობითი გამღიზიანებლები და ხმაური გარეთ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ეს განსაკუთებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ახალი მასალის მიწოდება ხდება;

ქცევის მართვაში იგულისხმება:

  1. ბავშვს უნდა შევუქმნათ სტრუქტურირებული გარემო. მან უნდა იცოდნენ, თუ რა მოლოდინები აქვთ მასთან მიმართებაში. წესები უნდა იყოს ცოტა და მარტივი, ბავშვებთან წინასწარ შეთანხმებული. ბავშვა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა ელის მას წესების დარღვევის ან მათი ზუსტად შესრულების შმთხვევაში;
  2. ბავშვისთვის საკლასო გარემო და უფროსების ქცევა კონსისტენტური და მოსალოდნელი უნდა იყოს, უნდა შემუშავდეს საკლასო რუტინა;
  3. აუცილებელია მასწავლებელმა წარმართოს ბავშვის ყურადღება სხვადსხვა სიგნალებით, როგორიცაა სიტყვით შეხსენება, შენიშვნა და ფიზიკური შეხება. აუცილებელია გამოიყენოს რეაგირების რამდენიმე ფორმა;
  4. აუცილებელია მასწავლებელმა ბავშვს მისცეს ხშირი, მკაფიო და გასაგები უკუკავშირი და მოახდინოს რეაგირება მის ქცევაზე;
  5. აუცილებელია ქცევის დაგეგმვა და ბავშვისთვის მითითებების მიცემა, თუ რის შემდეგ რა უნდა გააკეთოს. ეს ხელს უწყობს ბავშვის მიზანშეწონილ ქცევას გაკვეთილზე.

 

 

 

ავტორი: თათია ბურსულაია

მსგავსი ინფორმაცია