konferencia 2 partniorit

სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია 2015

Comments Off 1226

საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთkonferencia 2 partnioritა ასოციაცია აცხადებს სტუდენტურ
სამეცნიერო-კვლევით კონფერენციას: „ფსიქოლოგია – თანამედროვე საზოგადოება და პიროვნება.“
ჩატარების თარიღი : 06.06.2015
კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდების ჩართვა აკადემიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სფეროში არსებული ცოდნის გაზიარება და კვალიფიკაციის გაღრმავება.

კონფერენციის პროექტის პარტნიორები არიან: საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთი Mastsavlebeli.ge
ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” saba.com.ge

მნიშვნელოვანია, საკონფერენციო ნაშრომში დასმული საკითხი იყოს აქტუალური და ახლებურად წარმოჩენილი. თემა უნდა შეიცავდეს ავტორის მოსაზრებებს, მსჯელობასა და საკუთარ ხედვებს. ასევე, ნაშრომში განხილული უნდა იყოს დასმული საკითხის/საკითხების გადაჭრის გზები და რეკომენდაციები.

აუცილებელია – ნაშრომს თან ახლდეს საავტორო (თავად მომხსენებლის მიერ ან მისი თანამონაწილეობით ჩატარებული) კვლევის/ექსპერიმენტის აღწერა და შეფასება.

კონფერენციის ეტაპები:
✍ პირველი ეტაპი – აბსტრაქტების მიღება. აბსტრაქტში უნდა ჩანდეს, საკითხის დასმა და თემის მოკლე მიმოხილვა. საკვლევი საკითხის გამოყოფა და კვლევის გეგმის აღწერა. მოცულობა, მაქსიმუმ 500 სიტყვა.
რეგისტრაციის გავლა და აბსტრაქტების გამოგზავნა შეგიძლიათ 31 მარტის ჩათვლით.
გადადით მითითებულ ლინკზე- http://bit.ly/1AL1ZHs

✍ მეორე ეტაპი: შერჩეული აბსტრაქტების ავტორების მიერ ნაშრომების სრული სახით გამოგზავნა. 3 ივნისის ჩათვლით.

◉მეორე ეტაპზე გადასული ავტორები წარსდგებიან კონფერენციაზე მოხსენებით.
◉თემა მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მისი შინაარსი და აზრობრივი მხარე გაურკვეველია ან ქვემოთ მითითებული კრიტერიუმები არ არის გათვალისწინებული.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

საბოლოო ნაშრომისთვის გასათვალისწინებელი კრიტერიუმები:

1. თემის შინაარსი (რამდენად შეესაბამება კონფერენციის შინაარსს);
2. ნაშრომის სტრუქტურა და ლოგიკურობა;
3. ნაშრომის აქტუალობა და პრობლემის ახლებური გაანალიზება;
4. არგუმენტირებული მსჯელობა;
5. საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება.
6. გამოყენებული ლიტერატურის/წყაროს მითითება.
◉ აუცილებელია ნაშრომს თან ახლდეს კვლევითი კომპონენტი, რომელიც საკვლევ თემას ახლებურად წარმოაჩენს

დამატებითი ინფორმაცია მეორე ეტაპისთვის:

• ერთი თემის მომზადება შეუძლია მაქსიმუმ 2 სტუდენტს;
• შესაძლებელია რამდენიმე საკითხის გაერთიანება, თუმცა მოხსენების რეგლამენტი არ შეიცვლება.
• თემის მოცულობა უნდა შეადგენდეს საშუალოდ 5–7 გვერდს; (თავფურცლისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე)
• მოხსენების წარდგენის რეგლამენტია 12 წუთი, კითხვა პასუხის რეჟიმი 3 წუთი (მოხსენების წარდგენის დრო იგივე რჩება ორი მომხსენებლის შემთხვევაშიც);
• შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 12; სტრიქონებს შორის დაშორება – 1.15;
• ნაშრომის სტილი – APA ან Chicago.
• ნაშრომი უნდა გამოგზავნოთ Word-ის ფაილით.

ნაშრომები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ–ფოსტაზე: conference@gypa.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „კონფერენცია 2015 – სრული თემა“.

ნაშრომის საბოლოო ფორმასთან ერთად უნდა ატვირთოთ თემის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი.

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.

კონფერენციის მეორე ეტაპზე გასულ ყველა მომხსენებელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
კონფერენციიას ეყოლება კვალიფიციური ჟიური, რომელიც შეაფასებს წარმოდგენილ ნაშრომებს და გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომს.

გამარჯვებული ნაშრომის ავტორებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

I-ადგილზე გასული ნაშრომი, საავტორო უფლების დაცვით, გამოქვეყნდება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ Mastsavlebeli.ge-ზე
II და III ადგილზე გასული ნაშრომები, საავტორო უფლების დაცვით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე -www.GYPA.ge

გამარჯვებულებს და მონაწილეებს საინტერესო საჩუქრებს უმზადებს პროექტის პარტნიორი, ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”.

✉ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: conference@gypa.ge
TEL: +995 597 59 11 88 ; +995 597 59 44 99.

გისურვებთ წარმატებებს

მსგავსი ინფორმაცია