Capture

ტრენინგი – სტრესი,ტრავმა და მასთან გამკლავების გზები

Comments Off 1249

„საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“ ატარებს სამდღიან ტრენინგს თემაზე „სტრესი, ტრავმა და მასთან გამკლავების გზები“. მონაწილეები მიიღებენ საკითხის შესახებ თეორიულ ცოდნას, ჩაერთვებიან სხვადასხვა სიმულაციურ თამაშებში, შეასრულებენ სახალისო და პრაქტიკულ დავალებებს.

ტრენინგზე განხილული იქნება:
●რას გულისხმობს სტრესი?
●სტრესის დადებითი და უარყოფითი ასპექტები;
●სტრესის გამომწვევი მიზეზები და მისი ამხსნელი თეორიები;
●რას გულისხმობს ტრავმა;
●პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
●პოსტტრავმული ზრდა;
●სტრესთან და ტრავმასთან გამკლავების გზები
ტრენინგი ჩატარდება 8, 9 და 10 მაისს. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 3 საათი.
▸ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
▸ტრენინგის ღირებულება შეადგენს 15 ლარს. საფასური მოიცავს coffee break-ს და ყველა საჭირო საკანცელარიო ნივთს.

▸გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 27 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

ტრენინგს გაუძღვებიან „საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.

 

საკონტაქტო პირი:
+995 597 63 56 56 ნათია
+995 597 68 85 85 მარიამი

მსგავსი ინფორმაცია