komu

ტრენინგ-კურსი – „კომუნიკაციის ფსიქოლოგია

Comments Off 292

GYPA / საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“ გთავაზობთ ტრენინგ-კურსს – „კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.
ტრენინგ კურსზე თქვენ გაეცნობით კომუნიკაციის არსს და შეისწავლით ეფექტური კომუნიკაციის დამყარების საშუალებებს. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე, პრაქტიკული აქტივობების საშუალებით გაეცნობიან კომუნიკაციის სახეებს.

ტრენინგ კურსზე განიხილება შემდეგი თემები:
– ეფექტური კომუნიკაცია
– ინტერპერსონალური ურთიერთობები
– კონსტრუქციული ურთიერთობები
– სხეულის ენა

ტრენინგ კურსს გაუძღვება „საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი -გაგა გვენეტაძე.

ლექციები დაიწყება 12 ივნისს. კურსი მოიცავს სამ შეხვედრას (12, 19, 26 ივნისი, დასაწყოსი 16:00 საათზე), თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი 30 წუთი.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
▸ ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

▸ ტრენინგ კურსის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

▸ გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ მისამართზე 9 ივნისის ჩათვლით
საკონტაქტო პირი: ადა ბესელია – 597 57 43 41

მსგავსი ინფორმაცია