baneri law 555

“ფსიქოლოგია და საგამოძიებო პროცესი”-ინტერაქციული ლექცია

Comments Off 1026

GΨPA / საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციაგთავაზობთ ინტერაქციულ ლექციას თემაზე;
“ფსიქოლოგია და საგამოძიებო პროცესი; ისტორია და თანამედროვე გამოწვევები”.

ლექციას გაუძღვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ლაშა ხოჯანაშვილი.

შეხვედრის დრო: 20 ოქტომბერი 19:00 საათი.

ლექციის ძირითადი თემებია:
●რა ისტორია აქვს საგამოძიებო ფსიქოლოგიას;
●ფსიქოლოგის/ფსიქოლოგიის როლი საგამოძიებო პროცესში;
●დამნაშავის ფსიქოლოგია/ვინ არის დამნაშავე;
●როგორ ხდება დამნაშავეთა კატეგორიზირება და მათი ●ფსიქოლოგიურ ტიპაჟებად დაყოფა;
●როგორ ითვალისწინებს დამნაშავის მახასიათებლებს გამოძიება და გამომძიებელი.

ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებასთან ერთად, მზარდია მისი მომიჯნავე სფეროებში, გამოყენებისა და დანერგვის პრაქტიკა. განსაკუთრებული დაინტერესება არსებული სფეროს მიმართ, გამოიხატება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ფსიქოლოგიისა და იურიდიული სფეროს გადაკვეთის შედეგად, წარმოიშვა რიგი საკითხები, რომლებიც მოითხოვენ დეტალურ კვლევას და ანალიზს.

■ დასწრება თავისუფალია.
■ მისამართი: თსუ, I კორპუსი, აუდიტორია 201.
ი.ჭავჭავაძის #1.

მსგავსი ინფორმაცია