სტატ ფოტ3

ფსიქიკური ჯანმრთელობა – რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური დარღვევების შესახებ

Comments Off 1354

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს ჩვენს კოგნიტურ და ემოციონალურ წონასწორობას, კარგად ყოფნას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ადეკვატურ რეაგირებას ცვლილებებისა და წამოჭრილი პრობლემების მიმართ. 21-ე საუკუნემ,რომელიც თავისი არსით საკმაოდ მრავალფეროვანი და მსწრაფლგანვითარებადია, ბევრ სიკეთესთან ერთად ადამიანის ფსიქიკას უფრო ბევრი პასუხიმგებლობაც დააკისრა. რაც უფრო გაიზარდა ჩვენი მოთხოვნილებები, გაიზარდა სტრესის მიმართ ფსიქიკის მოწყვლადობის უნარიც. შესაბამისად, ფსიქიკა გაცილებით ლაბილური გახდა. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობათა 25%-ს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები სიცოცხლის განმავლობაში. ხოლო ამერიკაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ფსიქიკური ჯანმრთელობა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე და ა.შ. იგი ხელს უწყობს ადამიანს, მოახდინოს სწორი დეფინიცია და დაიცვას ოქროს შუალედი ემოციურ მდგომარეობებს შორის.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობა არის სტადია, როდესაც პიროვნება აცნობიერებს საკუთარი შესაძლებლობების სიჯანსაღეს, ობიექტურად რეაგირებს ცხოვრებაში წარმოქმნილი სტრესორების მიმართ, მუშაობს პროდუქტიულად და გამართულად და შეუძლია ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღება. WHO (მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია) აღნიშნავს, რომ ყველაფერ ამის მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ამასთანავე, არ გამორიცხავს ფსიქიკური დარღვევების შესაძლებლობას. ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ დაბალგანვითარებად და საშუალო დონეზე მყოფი ქვეყნებისთვის ფსიქიკური დარღვევების საერთო მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ეს იწვევს იმას, რომ ამგვარი დარღვევების სერიოზულ დონეზე აღქმა არ ხდება, რაც იწვევს მათ დაუფინასებლობას მკურნალობის თვალსაზრისით. უმეტესობა მათგანს უბრალოდ ეწებება უკვე მენტალურად აშლილი, არამდგარი პიროვნების სახელი, რაც შემდგომ ადამიანს ხელს უშლის სოციუმთან რეალიზებაში.

რა არის ფსიქიკური დარღვევა; კლასიფიკაცია,დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდები;

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი, მიისწრაფვოდეს დარღვევებისკენ. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, ეკონომიკურ მდგომარებასა თუ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ფსიქიკური პრობლემების წინაშე ყველა ჩვენგანი ერთნაირად მოწყვლადია. ისევ ბრიტანეთის მაგალითზე, ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანი ხვდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აქედან 4 000-მდე ადამიანი სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს. ეს შემთხვევები ასაკის ყველა სტადიაზე ხდება.

ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, ფსიქიკური დარღვევები ამერიკისა და მსოფლიოსთვის, თიქთმის საერთოა. 57,7 მილიონამდე ამერიკელი იტანჯება ფსიქიკური დაღვევებით და 26,6% აქედან მოდის მოზარდებზე, რომლებიც სერიოზული ავადმყოფობებით იტანჯებიან.  „ზოგადად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაიმე სახის ფსიქიკური დარღვევა, ამასთანავე, იტანჯებიან სხვა აშლილობებითაც“-აღნიშნავენ ისინი.  15-დან 44 წლამდეასაკის ადამიანებში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, ფსიქიკური დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და საკითხია, რომლის გადაჭრა და მოგვარება ვერ ხერხდება. ფსიქიკური არაწონასწორობა ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის: დიდი რაოდენობით  ძილის მოთხოვნილებაში, ან პირიქით – უძილობაში, კონტაქტზე უარის თქმით, ნაკლები ან საერთოდ ენერგიის უქონლობით, თავის ტკივილი ყოველგვარი წინაპორობის გარეშე, მოწევის, დალევისა და ნარკოტიკების ნორმაზე მეტად მოხმარებით, გამუდმებული დაურწმუნებლობის, დავიწყებულობის განცდებით, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციების გაჩენით და სხვა.

რა სახის ფსიქიკურ დარღვევებს გამოყოფენ კლასიფიკაციის მიხედვით:

  1. შფოთვითი აშლილობა, რომელშიც ერთიანდება: პანიკური დაღვევა, ფობიები, ობსესიურ-კომპულსური და პოსტტრავმული სტერსული აშლილობები. ზოგადად, შფოთვითი აშლილობა აერთიანებს ბევრ სხვა დარღვევებს ერთად, როგორც ეს უკვე ჩამოვთვალეთ. ასეთ დროს ადამიანს აქვს ე.წ. პანიკური შიში ან შფოთვა, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურ სიტუაციებსა და მდგომარეობებს. უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაში ცდილობს, აირიდოს ყველა ის ფაქტორი გარემოდან, იქნება ეს საზოგადოებაში ყოფნა თუ სხვა, რომელიც მათში შფოთვას იწვევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთ დროს ადამიანი შფოთავს გამუდმებით ყოველგვარი წინაპირობისა და მიზეზის გარეშე; პანიკური აშლილობის დროს ადამიანი ვარდება პარალიზებულ მდგომარეობაში და ელის, განიცდის გარდაუვალ შედეგს რაიმე მდგომარეობისგან; ფობიები ბევრნაირად კლასიფიცირდება. აქ შედის როგორც მარტივი სახის ფობიები, ისევე, რთული კატეგორიისაც. მაგალითად: სოციალური ფობია – შიში იმისა,რომ გაგაკრიტიკებენ სხვები. აგორაფობია, რომელიც გულისხმობს გაშლილი სივრცის შიშს; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს პიროვნებას აღენიშნება ობსესიები ანუ მტანჯავი ფიქრები და აკვიატებული ქცევები/კომპულსიები, მაგ: ხელების სტატ ფოტ2გამუდმებით ბანვა გაჭუჭყიანების შიშის გამო.
  2. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; ეს თემა საკმაოდ ვრცელია და მოითხოვს დიდ განხილვას. პოსტტრავმული აშლილობა იწყება წარსულში მომხდარი უბედური შემთხვევების ფონზე. მან შეიძლება უმალვე, იმ სიტუაციაშივე, არ იჩინოს თავი, არამედ თვეების/წლების შემდეგ. ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ მისი და სხვების ცხოვრებაც საფრთხის წინაშეა, რომ ხედავს და ხდება რაღაც საშინელი, გარდაუვალი მათ თავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ამას ეჭვით კი არ ამბობს, არამედ დარწმუნებულია მის სიცხადეში. შიშობს, რომ დაკარგავს კონტროლს ყველაფერ იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.
  3. გუნება-განწყობის დარღვევა, ასევე ცნობილია, როგორც დეპრესიული მდგომაროება. ასეთ დროს ადამიანი განიცდის გუნება-განწყობის გამუდმებით ცვლილებას. ხშირ შემთხვევაში მიმართულია და გადადის მანიასა და დეპრესიის შემდგომ ფაზებში. ექსპერტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ პაციენტთა 80% ექვემდებარება მკურნალობას. აღნიშნული დარღვევის მაგალითებია: კლასიკური დეპრესია, რომელიც გულისხმობს ინტერესის დაკარგვას ზოგადად ცხოვრების მიმართ და ყველა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ადრე ადამიანს ანიჭებდა სიამოვნებას. იგი გადადის მოწყენილობის საკმაოდ გრძელ ფაზაში; ბიპოლარული აშლილობა, აგრეთვე ცნობილია, მანიაკალურ-დეპრესიული სახელითაც, როდესაც ადამიანი არის ეიფორიულ მდგომარეობაში და, ამასთანავე, დეპრესიულ განწყობაზე; დისთიმია – მსუბუქი ქრონიკული დეპრესიის სახე, რომლის დროსაც პიროვნება განიცდის მოზღვავებულ შიშს ცუდად გახდომის გამო და აღენიშნება ინტერესის უქონლობა ყველაფრის მიმართ.
  4. შიზოფრენია, ესეც საკმაოდ ვრცელი თემაა და როგორც ერთი კონკრეტული დაავადება თუ სხვადასხვა დარღვევების ერთად თავმომყრელი, ფსიქიკური აშლილობის საკმაოდ რთული და მძიმე შემთხვევაა. შიზოფრენიის არსებობის დროს პიროვნებას აღენიშნება ჰალიცინაციები. ესმის ხმები, რომლებიც არარსებულია. ეჩვენება,რომ სხვები მის ტვინში იქექებიან და მის აზრებს კითხულობენ. რთულია მათი სამეტყველო ლექსიკის გაგებაც. ზოგი მათგანი იმდენად უცნაურად საუბრობს, რომ სხვა ადამიანისთვის რთული ხდება იქიდან აზრის გამოტანა,ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ უარს ამბობს კონტაქტზე. ერთი შეხედვით, შეიძლება, გამოუცდელ თვალს ნორმალურადაც მოეჩვენოს, სანამ ისინი არ დაიწყებენ საუბარს. შიზოფრენიკი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ არის საზიანო, ის გავლენას ახდენს იმ წრის მიმართ, რომელშიც ტრიალებს. ისინი შეიძლება იყვნენ ოჯახი, მეგობრები. მას არ შეუძლია ზრუნვა საკუთარ თავზე, რაც ხდის დამოკიდებულს გარშემომყოფ ადამიანებზე. სხვადასხვა მოსაზრებების მიხედვით, შიზოფრენია ‘’ფიქრების დაავადებადაც’’ ითვლება, როდესაც არ შეუძლია პიროვნებას იფიქროს სუფთა, რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილებები ან იმყოფებოდეს ემოციურად გაწონასწორებულ მდგომარეობაში. თუმცა, ისტორიიდან არსებობს მაგალითები, როდესაც შიზოფრენიის დიაგნოზით პიროვნება ცხოვრობდა ჩვეულ რიტმში და ჰქონდა საკმაოდ დიდი კარიერული მიღწევები. ამის მაგალითია, ჯონ ნეში – ამერიკელი მათემატიკოსი, რომელიც მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტში. მან მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში; არ მიუღია არანაირი მედიკამენტები, ესეც უნდა აღინიშნოს. მოგვიანებით, ფილმიც იქნა გადაღებული მის ცხოვრებაზე, სახელწოდებით: „მშვენიერი გონება’’. იგი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2015 წელს.  შიზოფრენიას, ძირითადად, მკურნალობენ ფსიქიატრები და ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა

მკურნალობის სტრატეგიები ფსიქიკური პრობლემების დროს;სტატ ფოტო

არსებობს სხვადასხვა გზები ფსიქიკური პრობლემების გადასაჭრელად და მათ სამკურნალოდ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს ის კონკრეტულმა ერთმა სტრატეგიამ, რომელიც მუშაობს ერთ პიროვნებაზე, შეიძლება არ იმუშაოს მეორეზე ან მთლიანად ჯგუფთან, ამიტომ პიროვნების ინდივიდუალიზმიდან ამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ადამიანი ქრონიკული (იგ: მრავალხნიანი) ფსიქიკური პრობლემის ფონზე გადის ერთდროულად განსხვავებულ სტადიებს და მკურნალობა ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, როდესაც იგი კომბინირებულია და შეიცავს რამდენიმე მიდგომას ერთად. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კარგად იმფორმირებული პაციენტები თავად ირჩევენ, მკურნალობის რა მეთოდი ესაჭიროებათ მათ.

  1. თვითდახმარების ტექნიკამდგომარეობს იმაში, რომ პიროვნება თავადაა მკურნალი საკუთარი თავისა და პრობლემის; მოიცავს დიეტის დაცვას (სწორ კვებას), ალკოჰოლისა და ნარკოტიკის შემცირებული დოზით მიღებას, ძილის მოწესრიგებას, ხშირი დროის გატარებას მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან, ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას (იგულისხმება: სპორტით დაკავება,მუსიკით,ხატვით და.ა.შ.), მიღწევადი მიზნების დასახვა და სხვა. მაგრამ უკეთესად რომ გავერკვეთ, მოდით, უფრო დაწვრილებით ჩავხედოთ ყველა სტადიას;

         დიეტა და ფსიქიკური წონასწორობა;

ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, მეცნიერები და სხვა პროფესიონალები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ საკვები მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე, კოგნიტურ უნარებსა და ქცევაზე. უმეტესობა მათგანი იმაზეც თანხმდება, რომ კვების რეჟიმი პირდაპირ კავშირშია ფსიქიკურ წონასწორობასა და იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საზოგადოება. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობები თუ სოციალური რეკლამები ნაკლებად ზრუნავენ მოცემული პრობლემის გაშუქებასა და გადაჭრაზე. სამედიცინო დასკვნები თანდათან უფრო იზრდება და ცხადი ხდება, რომ სწორი კვების რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქიკური პრობლემების გადასაჭრელად. ისეთი პრობლემებისა, როგორებიცაა: დეპრესია,ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიულობის სინდრომი. ადამიანს შეუძლია, დააყენოს რაღაცები საკუთარ სურვილებზე მაღლა და დაინიშნოს კვების რეჟიმი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა მის ფსიქიკურ მდგომარეობას.

  1. გონებრივი სავარჯიშოები და ფსიქიკური ჯანმრთელობა;

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური და ფსიქიკური (გონებრივი) სავარჯიშოები შიზოფრენიის სიმპტომებსაც კი ამცირებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ეს სავარჯიშოები ეხმარება ადამიანს დეპრესიის დაძლევაში, სთავაზობს ჯგუფური თერაპიის მეთოდებს სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად, ყოველდღიური მწუხარების დაძლევას, თავდაჯერებულობის ამაღლებას მიზნის დასახვით და ა.შ. შოტლანდიაში ჩატარებული კვლევებმა, რომელშიც 20 000-მდე პირი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ სულ მცირე ფიზიკურ სავარჯიშოსაც კი, ისევე როგორც გონებრივს, შეუძლია მოხსნას მთელი კვირის მანძილზე დაგროვილი ცუდი განწყობა და მწუხარება.  ფსიქოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ თუკი ადამიანი ამჩნევს საკუთარ თავს რაიმე ფსიქიკური პრობლემის არსებობას, სპეციალურ ჩარევამდე მას თავად შეუძლია, საკუთარ თავს გაუწიოს დახმარება.

  1. ფსიქოთერაპიული დახმარება;

როდესაც ადამიანი წყვეტს, რომ მას ჭირდება პროფესიონალის დახმარება საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად, ამას რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად აკეთებს, თუმცა ამის გადაწყვეტა, არც თუ ისე მარტივია, უნდა ვაღიაროთ. გვიჭირს საუბარი იმის შესახებ, რაც გვაწუხებს და ასევე გვაწუხებს ის, რომ არ ვიცით, ამ ყველაფრიდან რას უნდა მოველოდოთ. მაგრამ მოცემულ მომენტში უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო არ ვართ. ბევრი ადამიანი ღელავს თერაპიის დაწყების წინ, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ თერაპია დამეხმარება მე საკითხების მოგვარებასა და უბრალოდ კარგად ყოფნაში, დაძაბულობას გვიხსნის. თერაპია იწყება მდგომარეობის საწყისი შეფასებით. პირველ სეანსზე გეკითხებიან, რატომ გადაწყვიტე თერაპიული მეთოდის გამოყენება, რამ გიბიძგა მისკენ. თერაპევტი მიყვება კითხვების ლოგიკურ ჯაჭვს ისე, რომ სრული და რაციონალური სურათი დახატოს შექმნილი სიტუაციისა. ეკითხება მას ზოგად სიმპტომებს და ადგენს პაციენტის ისტორიას. თერაპია ადამიანს ეხმარება მოძრაობაში, იცვლება ახლო ურთიერთობებიც. როდესაც ვსაუბრობთ თერაპიის დროს პიროვნების ცვლილებაზე, არ უნდა ვიგულისხმოთ პიროვნების ძირეული ცვლილება. თერაპევტი პიროვნებას კი არ ცვლის, არამედ მის დამოკიდებულებებს მოცემული საკითხისადმი, პრობლემებისადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, რათა შეახედოს მას უფრო პოზიტიური და იმედის მომცემი კუთხით.

არსებობს თერაპიის რამოდენიმე ძირითადი სახე:

  1. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT). კოგნიტურ-ბიჰევიორალური მიდგომა გულისხმობს პაციენტის ფიქრებში ღრმად ჩასვლას, რათა გაიგოს, როგორ განაპირობებს ფიქრი ქცევას. შემდგომ ნეგატიური ფიქრების მოხსნით იხსნება და იცვლება ადამიანის ქცევაც. იყენებენ როლურ თამაშებსაც იმისათვის, რომ ადამიანმა მოახდინოს წვდომა საკუთარ ფიქრებთან და განცდებთან.
  2. ქცევითი მოდიფიკაციის მეთოდი (Behaviour Modification) გულისხმობს უშუალოდ ქცევაზე ორიენტირებულობას და პაციენტისთვის ნეგატიური ქცევის მოხსნას. ამ თერაპიის  მიზანია, დაასწავლოს პაციენტს იმგვარი ახალი,პ ოზიტიური სახის ქცევა, რომელიც ჩაანაცვლებს ნეგატიურ ქმედებას. მაგალითად, ადრე იყო რაღაცაზე დამოკიდებული (ნარკოტიკი,სასმელი),რამაც გამოიწვია შემდგომში მთლიანად პიროვნების ცხოვრებისეული ხაზის ცვლილება.
  3. პაციენტზე ორიენტირებული თერაპია: ეს მიდგომა უშუალოდ გულისხმობს პაციენტის მაქსიმალურ ყურადღებას პროცესის დროს. ეძებენ გამოსავალს ინტერაქციის ანუ გაცვლის, პრობლემების გაანალიზების მეშვეობით . თერაპევტები აღნიშნავენ, რომ ამ მიდგომით,პიროვნება უკეთ სწავლობს საკუთარ შინაგან სამყაროს და უკეთ წყვეტს პრობლემებს სწორი მიმართულების ჩვენებით.
  4. გადაჭრაზე/გადაწყვეტაზე ორიენტირებული თერაპია: ეს მიდგომა უშუალოდ იმ შედეგზეა ორიენტირებული, რისი მიღებაც სურს პაციენტს/კლიენტს და არა იმაზე, რომ დავუშვათ ჩავიდეს ღრმად მის განცდებში და გაერკვიოს, რა მკურნალობის მეთოდია საჭირო. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, გადაწყვეტაზე ორიენტირებული თერაპია მიმართულია ახლანდელ და მომავალ მდგომარეობაზე და არა წარსულზე.
  5. ეკლექტური თერაპია: ძალიან დიდი რაოდენობა თერაპევტებისა მიმართავს ზუსტად ამგვარ პრაქტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლექტური თერაპიის მიდგომა კარგად ესადაგება თითოეული კლიენტის მოთხოვნებს. თერაპიული სესიის განმავლობაში იყენებენ სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნიკებს. იმის მიხედვით, თუ რომელი მიდგომა ესაჭიროება კლიენტს. დამოკიდებულია პიროვნების ტიპზე და იმაზე, თუ რა სახის ფსიქიკურ დარღვევასთან გვაქვს საქმე.

 

 ავტორი: მარიანა ელაშვილი

 

წყარო:
1.http://au.reachout.com/what-is-mental-health
2.http://www.mentalhealth.wa.gov.au/mental_illness_and_health/mh_whatis.aspx
3.http://www.medicalnewstoday.com/articles/154543.php

მსგავსი ინფორმაცია