marina 2

პროფესიული გადაწვა და სამუშაო სტრესი

Comments Off 56
GYPA წარმოგიდგენთ ვებინარს - „პროფესიული გადაწვა და სამუშაო სტრესი“
 ვებინარს გაუძღვება ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – მარინა კაჭარავა.
თანამედროვე მონაცემებით, პროფესიული გადაწვა არის ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სამუშაო სფეროს, პროფესიის წარმომადგელებში.
პროფესიული გადაწვის დროს მომუშავეები გრძნობენ ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას, უიმედობას, ქრონიკულ დაღლილობას და ხშირად სამუშაოს მიტოვების სურვილი აქვთ.
 ვებინარის ფარგლებში განიხილება თემები:
✅ რა არის პროფესიული და ემოციური გადაწვა.
✅ სამუშაო სტრესი.
✅ როდის დგება პროფესიული გადაწვის შემთხვევა.
✅ პროფესიული სტრესის წყაროები.
✅ პროფესიული გადაწვის ძირითადი კომპონენტები.
✅ პროფესიული გადაწვისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და გამოვლინების ფორმები.
✅ პრაქტიკული შემთხვევები.
✅ პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზები.
✅ სამუშაო სტრესის დაძლევის (გამკლავების) სტრატეგიები.
✅ როდის შეიძლება დაგვჭირდეს სპეციალისტთან ვიზიტი.
ვებინარი ჩატარდება დისტაცნიურად, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
დრო: 30 მარტი
დასაწყისი: 20:00
ვებინარზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ,  – დააჭიროთ აქ
⏺მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატი.
marina 2

მსგავსი ინფორმაცია