2bbb

შესაძლებლობები შეზღუდვის გარეშე – ინტერაქციული ლექცია

Comments Off 360

2bbbსაქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია (GYPA) გიწვევთ ინტერაქციულ ლექციაზე – შესაძლებლობები შეზღუდვის გარეშე

ლექციაზე განხილული იქნება რას გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობა და რა მოიაზრება ამ ტერმინის ქვეშ? ასევე, განვიხილავთ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რასაც აწყდებიან საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. რა გავლენას ახდენს სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა – შშმ პირების მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ, მათი ჩართულობა და აქტივობა სამოქალაქო ცხოვრებაში, შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების შესაძლებლობა და სხვა.
ლექცია იქნება ინტერაქციული, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითზე მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

ლექციას გაუძღვება, რატი იონათამიშვილი „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პროექტების მენეჯერი.

შეხვედრა ჩატარდება 28 ნოემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 308–ე აუდიტორიაში. დასაწყისი 18:00

დასწრება თავისუფალია!
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი ონლაინ-სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1VNi-9R_sRn4Md9FAqwtl5-2G8GjsvUQWBMCNCAaKcZ4/viewform?usp=send_form

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 27ნოემბერი, 21:00

ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელში: სრულად >>

მსგავსი ინფორმაცია